პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ახალ დე-ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას გამარჯვება მიულოცა

პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ახალ დე-ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას გამარჯვება მიულოცა

   როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ახალ დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს.
   "მისალოც წერილში პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ხაჯიმბას მოღვაწეობა ხელს შეუწყობს შიდაპოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფასა და აფხაზეთის სოციალურ–ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული აქტუალური ამოცანების ეფექტურ გადაწყვეტას", – აღნიშნეს პრესსამსახურში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: