Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (6)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
26-08-2014, 11:45
ნანახია: 830

რა გადაწყდება მინსკში?!.

   როგორც უკვე ცნობილია, დღეს მინსკში პეტრე პოროშენკო და ვლადიმერ პუტინი შესაძლოა ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ბელორუსიის დედაქალაქი დღეს მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს მასპინძლობს. უკრაინული მედიის ცნობით მინსკში გასამართ შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დონბასში ვითარების სტაბილიზაციის საკითხები. 

   ევროკავშირის მხრიდან მინსკში გამართულ შეხვედრას უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტი დაესწრებიან.

   რაც შეეხება რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრას, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პრესკოვის განცხადებით შესაძლო შეხვედრის შემთხვევაში პრეზიდენტები უკრაინის კრიზისის, ჰუმანიტარული დახმარებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებს განიხილავენ. 

   "განხილული იქნება ასევე ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის კონტექსტში. განსახილველი ბევრი თემაა"-აცხადებს პესკოვი.