კარგ მთქმელს უნდა კარგი გამგონი!!!

კარგ მთქმელს უნდა კარგი  გამგონი!!!

     აუცილებელი განმარტება.
 გუშინ "ივერიონის" ვებ-გევრდზე გამოქვეყნდა საბა საბახტარიშვილის სტატია "როდემდე შეინახავენ რუსები პუტინს მაცივარში?!", რომელსაც ურთიერთგამომრიცხავი კომენტარები მოჰყვა.
  დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევდა, რომ  სტატია ირონიითაა დაწერილი და მიზნად ისახავს იმ სიმახინჯის გამოვლინებას, რაც  ჩვენდა სამწუხაროდ ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელში ხდება. საუბარია ე.წ. "შავი პიარზე",რომელმაც ძალუმად მოიკიდა ფეხი ქართულ ჟურნალისტიკაში!..
  ზოგიერთები იქამდეც მივიდნენ, რომ  "ივერიონს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებენ - თითქოს ჩვენ მართლა ვირწმუნეთ პუტინის სიკვდილი და ისიც გვჯერა, რომ რუსები მას მაცივარში "ინახავენ"!...
   შეიძლება, რომელიმე ერი არ გიყვარდეს (რუსეთის, როგორც იმპერიალისტური სულით შეპყრობილი  სახელმწიფოს სიყვარული ნამდვილად ძნელია, მაგრამ ზოგადად  ეს ხელისუფლებაზე  და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე ვრცელდება და არა  რიგით ადამიანებზე ), მაგრამ, ბიოლოგიურად არ უნდა გძულდეს . მითუმეტეს,  სხვა ერებთან და სახელმწიფოებთან პარალელის გავლება უნდა შეგეძლოს!
    დიახ, რაც არ უნდა შეშფოთებული ვიყოთ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული პოლიტიკით, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ის ბოროტებაც უნდა დავინახოთ, "სხვა სამყაროდან" რომ გვახვევენ   თავს  და რეალურ საფრთხეს რომ უქმნიან ჩვენს იდენტობას!
   ასე, რომ, პრობლემა უფრო ჩვენს ცნობიერებაშია. გულზე მჯიღის ცემითა და ყალბი რიტორიკით რუსეთთან, როგორც ისტორიულ მეზობელთან, საერთო ენას ვერ გამოვძებნით. მართალია, ეს ყოველთვის რაღაცის დათმობის ხარჯზე მოგვიწევს, მაგრამ, ყველაფრის დათმობას, ისევ "რაღაცის"დათმობა სჯობს.
  დრო ამის აუცილებლობას კიდევ ერთხელ დაგვანახებს  - ნუ ვიქნებით რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკე!..
  P.S.   ისე , კარგ მთქმელს მართლაც კარგი გამგონი რომ უნდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ნათელია!.. სამწუხაროდ, კარგი მთქმელი საქართველოში ძალიან ცოტაა, კარგი გამგონი, მითუმეტეს!

 

 


  საბა საბახტარიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: