გიორგი კვირიკაშვილი: გათოვლიანებისთვის 9 მილიონი დაიხარჯება

გიორგი კვირიკაშვილი: გათოვლიანებისთვის 9 მილიონი დაიხარჯება

   გუდაურსა და ბაკურიანში გათოვლიანებისთვის დაახლოებით 9 მილიონი დაიხარჯება.
  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კურორტებზე ტრასების გათოვლიანების მიმართულებით ინვესტიცია განხორციელდება და დამტკიცდა, რომ ორი წლის განმავლობაში, ჯამში 25 მლნ ჩაიდება.
  "წლევნდელი სათხილამურო სეზონისთვის წამყვანი იტალიური და ავსტრიული კომპანიები დაამონტაჟებენ სათხილამურო ტრასის ნაწილის გათოვლიანების აპარატურას, რომელიც წელსვე ამუშავდება. მომავალი წლისთვის იგეგმება ორი ხელოვნური ტბის აშენება – ერთი გუდაურში და მეორე ბაკურიანში", – განაცხადა მინისტრმა.
 ავსტრიულ და იტალიურ კომპანიებთან ხელშეკრულებას მიმდინარე წლის 30 აგვისტოს მოეწერება ხელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: