რას ერჩის თამარ ჩერგოლეიშვილი გაჩეჩილაძეებს?

რას ერჩის თამარ ჩერგოლეიშვილი გაჩეჩილაძეებს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 ოქტომბერს  ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ გიორგი გაჩეჩილაძე დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის 139-ე მუხლით წაუყენეს _ ხულიგნობა ჩადენილი ცეცხლსასროლი იარაღით ან იარაღად სხვა სხვა საგნის გამოყენება.


ბრალდებულის ადვოკატი და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა. ადვოკატი ლალი აფციაური აცხადებს, რომ ვიდეომასალის კარგად შესწავლის შედეგად ნათლად ჩანს, რომ ღამის ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა ახალგაზრდებსა და დაცვის წევრებს შორის, მათ შორის იყო გიორგი გაჩეჩილაძე. გაჩეჩილაძე უწყების მიღებისთანავე გამოცხადდა პოლიციაში.


"ეს ვიდეომასალა გაავრცელა თამარ ჩერგოლეიშვილმა. საინტერესოა, რატომ გაავრცელა ეს კადრები პირველად მან და არა ტელევიზიამ ან შსს-მ? ამ კადრებში კარგად ჩანს, 4-5 კაცი როგორ უმოწყალოდ სცემს გიორგი გაჩეჩილაძეს. ძველი ხელისუფლების დროს დაწყებული უკანონო დაჭერები გრძელდება და ამას დღეს პროკურატურის ძველი თანამშრომლები ახორციელებენ.  პროკურორი დავით ზვიადაძე არის ახალაიების კრიმინალის გამთეთრებელი. ეს პირდაპირი, პოლიტიკური ნიშნით დაკავებაა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია", _ ამბობს ადვოკატი ლალი აფციაური.


შეგახსენებთ, რომ ინციდენტის დროს დაიჭრა ღამის კლუბის დაცვის წევრი ირაკლი ცინდელიანი.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გიორგი გაჩეჩილაძეს ადანაუშაულებენ. 2009 წელს რესტორან "მატრიოშკაში" მომხდარი ჩხუბის შედეგად გულ-მკერდის არეში დაიჭრა გიორგი გაჩეჩილაძე, რომელიც იმ დროს თავის მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა. მან სავადმყოფოში მისვლისას ექიმებს ნამდვილი გვარი დაუმალა და მღებრიშვილად გაეცნო. არც მაშინ და არც შემდეგ ოჯახი მომხდარის შესახებ არ საუბრობს.


ამ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე კი, საფრანგეთში გიორგი გაჩეჩილაძე პოლიციასთან შელაპარაკებისთვის დააკავეს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: