Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
29-08-2014, 11:18
ნანახია: 570

საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე იმყოფება

   საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა იმყოფება. მას საქართველოს პატრიარქი სასულიერო პირებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა, შემდეგ კი საპატრიარქოში უმასპინძლა და 65 წლის იუბილე მიულოცა.

  -"გილოცავთ საიუბილეო თარიღს. ჩვენ მრავალი წელია ერთმანეთს ვიცნობთ. ჩვენი ქვეყნების მეგობრობა ბევრად იყო დამოკიდებბული ჩვენს მეგობრობაზე. თქვენი სახით, თქვენო აღმატებულებავ, მე აზერბაიჯანის პრეზიდენტს მივესალმები",- მიმართა სტუმარს უწმინდესმა, რომელსაც საპატრიარქოში უმასპინძლა.

   ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქთან ურთიერთობა მისთვის დიდი ბედნიერებაა და აღნიშნა:

 -"თქვენს უნეტარესობასთან ურთიერთობა ბედნიერების მომნიჭებელია. მართალი ბრძანედებით, როცა ჩვენს მეგობრულ ურთიერთობაზე საუბრობთ. ჩვენ არაერთხელ დავხმარებივართ ერთმანეთს, განსაკუთრებით საკითხებში, რომლებიც ორი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება და ვიმედოვნებ, რომ ეს ძალისხმევა შედეგს გამოიღებს. მინდა გადმოგცეთ პრეზიდენტის მოკითხვა და იმედია, რომ ჩვენი ურთიერთობა გაღრმავდება".

   ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეიხ-ალ-უვ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა ზადეს  შეხვედრები  პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტთან.   

   დავით უსუფაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სულიერ ლიდერს ფაშა ზადესს დღეს 12 საათზე  იუსტიციის სახლში შეხვდება.