ირაკლი ღარიბაშვილი: ნატო-ს უელსის სამიტზე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მთავრობამ ინტენსიურად იმუშავა

ირაკლი ღარიბაშვილი: ნატო-ს უელსის სამიტზე მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მთავრობამ ინტენსიურად იმუშავა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ გასული წლის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავა, რათა ნატო-ს უელსის სამიტზე მაქსიმალური შედეგისთვის მიეღწია.
  "როგორც იცით, შემუშავებულია პაკეტი. მთავრობამ გააკეთა შესაძლებლობების მაქსიმუმი და ამ პროცესში პირადად ვიყავი ჩართული. ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვახორციელე სატელეფონო ზარები, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, გერმანიის კანცლერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრთან. მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ინტენსიურად, რომ მაქსიმუმისთვის მიგვეღწია. რა თქმა უნდა, კონიუნქტურა გასათვალისწინებელია და ევროპელები ამას ყურადღებას აქცევენ. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა და ველოდებით იმას, რომ მივიღოთ ადეკვატური შეფასება ნატო-ს სამიტზე", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: