ბარაქ ობამა 18 სექტემბერს პეტრო პოროშენკოს უმასპინძლებს

ბარაქ ობამა 18 სექტემბერს  პეტრო პოროშენკოს უმასპინძლებს

  ცნობილი ხდება, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა 18 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს უმასპინძლებს. აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
  თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ობამა მოუთმენლად ელის პრეზიდენტ პოროშენკოსთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დარეგულირების დიპლომატიური გზების განხილვას, ასევე აშშ-ის მომავალ მხარდაჭერას უკრაინელების ბრძოლაში, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
  "ვიზიტი ხაზს გაუსვამს აშშ-ის მყარ მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელიც დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისკენ ისწრაფვის", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: