Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
29-08-2014, 15:42
ნანახია: 2186

დავით გიორგობიანი:-

   დავით გიორგობიანი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებს და სოციალურ ქსელში წერს:

   -"რჯულის კანონი გვასწავლის, რომ ვისაც ჰგონია ან ფიქრობს,რომ მადლის გარეშე რაიმე კეთილი საქმის კეთება შესაძლებელია, იყოს შეჩვენებული. აქედან გამომდინარე ყველამ იფიქროს რაც დღემდე გვიკეთებია, ვაკეთებთ ან რისი გაკეთებაც გვაქვს განზრახული , რამდენადაა ღვთისაგან ეს საქმენი და მადლით ვიქმთ თუ ბოროტის ხელი ურევია ჩვენსავე წარსაწყმედად.

   ამ კუთხით განვიხილოთ ხოლმე ნებისმიერი საქმე თუ მოვლენა , ტაძრის მშენებლობა იქნება თუ ყინულიანი წყლის თავზე გადასხმა თვითრეკლამით და კეკლუცობით.

   განსაკუთრებით პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები უნდა დაფიქრდნენ ამაზე. ვფიქრობ არცერთს არა აქვს სურვილი მხოლოდ საშინელ სამსჯავროზე შეიტყონ ცოდვა -მადლის შესახებ როდესაც შეუძლებელი იქნება სინანული და რაიმეს გამოსწორება.

   როგორც ვაკვირდები არც ერთ მოვლენას არ უკეთდება სწორი ანალიზი და არანაირი სწორი ერთობა ქართველებს არ გაგვაჩნია.

   ყველა უბედურების მიზეზი აშკარად გახლავთ ურწმუნოება ,ან სარწმუნოებრივი უცოდინარობა და რწმენის ცხოვრებაში არასწორად გამოხატვა ანუ ურწმუნოდ ცხოვრება. ცოდვით ტკბობა და სიმართლის სიძულვილი. შური თუ ვინმე რამეში წარმატებულია და საკუთარ ნებაზე ცხოვრება,სახარების და რჯულის საწინააღმდეგოდ ანუ ჯერ ფარული მტრობა ქრისტესი და მისი მართლმადიდებლური ეკლესიის და მერე კი აშკარა სიძულვილი ღმერთის და ყოველივე სიწმიდის რაც ამხელს და ეწინააღმდეგება ცოდვას და ცოდვილთა ცოდვიან მისწრაფებებს.

   აბა დავფიქრდეთ, უფალმა რომ გამოგვიცხადოს მხოლოდ ერთი კვირა დაგრჩათ ამ ქვეყანაზე სიცოცხლისო,განა გავაკეთებდით რაიმეს იმის მსგავსს,რასაც ახლა ვიქმთ ან ვიფიქრებდით ქრისტეს ეკლესიის საწინააღმდეგოდ რაიმეს? ჰოდა ქართველებო იმ სიყვარულის მადლით რაც უფალმა მოგვმადლა,თავი დავანებოთ ცოდვებს, ტყუილს და სიცრუეს და გავერთიანდეთ მართალ სარწმუნოებაში და ანჩისხატის ხსენების დღეს შევევედროთ უფალს გვიხსნას ცოდვებისაგან და ხილული და უხილავი მტრებისაგან: ბოროტ სულთა ეშმაკთა ისრებისაგან და მათი მომძლავრებისაგან, ასევე ეშმაკის მსახურ მასონებისაგან, ურწმუნოებისაგან და გარყვნილებისაგან, სიცრუისაგან და ფულისმოყვარეობისაგან, უგუნურებისაგან და უცოდინრობისაგან, აბორტებისაგან და ცრუხელისუფალთაგან და მოგვადლოს მადლი, სიბრძნე,სიმდაბლე განსჯის უნარი და დაგვიბრუნოს ჩვენს ცოდვათაგან და რუსთაგან წართმეული სკიპტრა და სამეფო ტახტი რათა თვით უფალმა თავისი რჩეული მსახურის პირით განგვიცხადოს მომავალი ცხებული და ღვთივგვირგვინოსანი მეფის სახელი,რომელიც ღვთისაგანცხებულობის მადლით წინ წარუძღვება ქართველ ერს,დღეს დაცემულს მაგრამ ხვალ აღდგენილს და გაბრწყინვებულს მთელი მსოფლიოს გადასარჩენ სულთა გადასარჩენად!"