Iverioni
«    ივნისი 2023    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
მაისი 2023 (4)
აპრილი 2023 (5)
მარტი 2023 (4)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
30-08-2014, 19:10
ნანახია: 1389

   უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ "უკრაინას შეუძლია თავის დაცვა. ჩვენ არ ველოდებით, რომ სხვა ქვეყნების სამხედროები იბრძოლებენ ჩვენი საზღვრების დასაცავად, მაგრამ სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, ორმხრივი კონსულტაციები არის მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვეძებთ მშვიდობას და არა - ომს".

   უკრაინის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დაჩქარდეს უკრაინული სამხედრო ნაწილებისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემა.  დაჩქარდება ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ქვედანაყოფებისთვის დამატებითი საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის მიცემა. ეს გადაწყვეტილება იაცენუკის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

   ადგილობრივი მედიის ცნობით, მინისტრთა კაბინეტმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, სასწრაფოდ შეიძინოს ახალი საბრძოლო ვერტმფრენები და საბრძოლო ტექნიკა.

   ინტერნეტ სივრცეში კი "კიბერბერკურის" განცხადება გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხაკერული ჯგუფი ფლობს ინფორმაციას, რომ უკრაინა სამხედრო სავალდებულო სამსახურში სტუდენტების გაწვევას იწყებს. "კიბერბერკუტის" განცხადებით კანონპროექტი იურიდიულ ექსპერტიზას გადის და სავარაუდოდ შემოდგომიდან ამოქმედდება.