Iverioni
«    ნოემბერი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ნოემბერი 2018 (9)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
31-08-2014, 12:11
ნანახია: 1542

მამუკა ლომაშვილი:-

    ივერიონი პაროდისტ მამუკა ლომაშვილს გაესაუბრა.

   -უკვე რამდენი ხანია ახალი პრეზიდენტი გვყავს და მისი პაროდია შენგან არ გვინახავს, რატომ? არ არის ისეთი პერსონა, რომ პაროდია გაკეთდეს თუ?

  -ყველა პრეზიდენტის პაროდიას ხომ არ გავაკეთებ, არც მაქვს ამის სურვილი და მეორეც, ვინც არ გინდა გააკეთოს (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იქნება) მე ვფირობ არ იქნება საინტერესო.

  -კიდევ იხილავს თუ არა მაყურებელი სააკაშვილის  პაროდიას თუ მისი პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ პაროდიაც გაქრება?

  -მიუხედავად იმისა,  რომ მიშა პრეზიდენტი აღარაა, მისი გმირი აქტუალურობას და ინტერესს არ კარგავს მაყურებელში, მე სცენაზე შევინარჩუნე ისეთი მიშა, როგორიც რევოლუციის პერიოდში იყო და ყველას რომ უყვარდა.

  -თუმცა დღესაც არიან საქართველოში "მიშას ფანები" და ეს გუშინ სარფშიც ვნახეთ, სადაც ხალხი მის სანახავად ჩავიდა. როგორ ფიქრობ, რამე შანსი კიდევ აქვს?

  -რა თქმა უნდა არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ და ემხრობიან...ეს მათი უფლებაა და მათი გადასაწყვეტია, უნდათ სარფში ჩავლენ და უნდათ კანარიის კუნძულებზე, რაც შეეხება შანსს, არა მგონია მათ რამე შანსი ჰქონდეთ, მათი რეინკარნაციის  არ მჯერა, თუმცა ყველაფერია შესაძლებელი, ეს იმაზეა დამოკიდებული დღევანდელი ხელისუფლება როგორ მოიქცევა.

  -რამდენადაც საზოგადოებას ახსოვს, პოლიტიკაში მოსვლას აპირებდი და არჩევნებშიც მიიღე მონაწილეობა, კიდევ ხომ არ გეგმავ პოლიტიკაში ჩაბმას?

  -მე პოლიტიკაში კარგა ხანია ვარ, ძალიან რთულია იყო პრეზიდენტის პაროდისტი და განსაკუთრებით  ისეთის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, ყოველთვის გიწევს რაღაცეების გათვალისწინება, სულ უნდა აკონტროლო შენი თავი და რაც მთავარია დაიცვა ბალანსი და  იყო მართალი ყველასთან.

  -არა როგორც პაროდისტი, არამედ როგორც მამუკა ლომაშვილი.

  -მე ვარ მერე პაროდისტი, მომავალში რა იქნება არავინ იცის, თუმცა ამისი სურვილი ნამდვილად არ მაქვს...მე ყოველთვის მქონდა ჩემი პოზიცია, რომელსაც ხმამაღლა ვაფიქსირებდი ...ახლაც ასე იქნება.

  -დღევანდელ მთავრობაში თუ არის ისეთი პიროვნება, რომლის პაროდიასაც გააკეთებდი, ხალხი შეიყვარებდა და ისევე დაელოდებოდა, როგორც მიშას პაროდიას?

  -აღარ მინდა ეს პაროდიები, მორჩა! ესტრადა აღარაა, აღარც ხელშეწყობაა სახელმწიფოდან და  არც ეკონომიკურ-სოციალური პრობლემა მოგვარებული მაყურებელი, თან, რა არის, იცი? ძნელია გააკეთო ისეთი გმირის მერე სხვისი პაროდია, როგორი გმირიც მე მყავდა...ის ყველა საშუალებას მაძლევდა მაქსიმალურად  გამომეჩინა ყველაფერი.

  -კარგია მაგ თემას რომ შეეხე, ყველას ეგონა, რომ 2012 წლიდან ხელოვნებას დიდი დაფასება ექნებოდა და ივანიშვილის იმედი ჰქონდათ, თუმცა ისეთი პროექტიც კი, როგორიც "იუმორინაა" რატომღაც აღარ ჩანს.  "იუმორინა" შეჩერდა?

  -"იუმორინა" არ შეჩერებულა, უბრალოდ შემცირდა წარმოდგენების პერიოდულობა. არაა სწორია პირი გავაღოთ და ბიძინა ივანიშვილს შევაჩერდეთ,  კულტურის სამინისტრო რისთვისააა? მე მინდა ჩემი შრომითა და დამსახურებულად მქონდეს ხელფასი და არა ვიღაცა საკუთარი ჯიბიდან მაძლევდეს, ესაა სწორი ფორმა, მაგრამ სამწუხაროდ  დღეს მასე ვერაა საქმე.

  -შემოდგომა იწყება, როგორ ფიქრობ, პოლიტიკურად რამდენად ცხელი იქნება შემოდგომა თბილისში?

  -შემოდგომა მარტო ჩვენთვის კი არა, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცხელი იქნება, სიფრთხილეა საჭირო.

  -როგორც წეღან აღნიშნე, პაროდიის კეთების დროს ბევრ რამეზე გიწევს დაფიქრება და ბევრი რამის გაანალიზება, შესაბამისად სააკაშვილის ბუნებას კარგად უნდა იცნობდე და იქნებ გვითხრა, რა უდევს თავში მიშას? სააკაშვილმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტის და თავდაცვის მინისტრის ინსტიტუტების დაკნინებას, მართალია თქვა, რომ ეს მხოლოდ ინსტიტუტებს ეხება და არა პიროვნებებს, მაგრამ ხომ არ მოგეჩვენა ეს ახალი ძალის დაანონსებად და როგორ ფიქრობ, რა იყო გუშინდელი "ჩაის სმა" ნოსტალგია, თუ რეპეტიცია?

  -ალბათ ნოსტალგიაც იყო, "ძველის გახსენება" და "მომავლის პერსპექტივაც",  იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან კარგად ვიცი "მიშა", არაფერია გამორიცხული ანუ ყველაფერია მისგან მოსალოდნელი.

  -და ბოლოს, რა სიახლეებია თქვენს "მაჩაბელას თეატრში"?

  -მიუხედავდ იმისა, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყეთ, უკვე კარგი სიტუაცია გვაქვს- სპექტაკლები, კონცერტები, გასტროლები, ფესტივალები...ის, რაც საჭირო და აუცილებელია თეატრისთვისაც და ბავშვისთვისაც. წელს ჩვენთან ოფიციალურად იხსნება საესტრადო და ხალხური სიმღერების განყოფილება.

სიახლე ის გვაქვს კიდევ, რომ  ფილიალი გავაკეთეთ ხორავას სახელობის თეატრში- (მსახიობთა სახლი) და  ვინც ვერ ახერხებდა ქალაქიდან გლდანში სიარულს, უკვე ექნება შესაძლებლობა თავისუფლებაზე მობრძანდნენ.