გიგი უგულავამ პროკურორებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

გიგი უგულავამ პროკურორებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

   თბილისის საქალაქო სასამართლოში რიყის ტერიტორიის საქმის განხილვაზე თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პროკურორებისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, უგულავა უკმაყოფილებას იმის გამო გამოთქვამს, რომ პროკურორებმა პროცესზე სრულიად სხვა ეპიზოდის, "იმედში" შეჭრის საქმე ახსენეს.
  "პროკურორმა ახლა დამდო ბრალი იმაში, რაზეც მე ბრალი არ მაქვს წაყენებული",-განაცხადა უგულავამ პროცესზე. 
  ამასთან ყოფილმა მერმა ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული დასკვა მსოფლიოს ორგანიზაციების ხუთეულში შემავალმა კომპანიამ მოამზადა.
  ჩვენ წარმოვადგინეთ მსოფლიო ორგანიზაციების ხუთეულში შემავალი ორგანიზაციის დასკვნა, აუდიტორული შეფასება, თუ რა შეიძლება ღირდეს, კონკრეტული რიყის ტერიტორია. წესით, ეს არის ის, რაც ამ ბატონებს თვითონ უნდა გაეკეთებინათ და შესაბამისად ამ ყველაფრის, რასაც დღევანდელი სასამართლო პროცესი ჰქვია, ამის აუცილებლობა არ იქნებოდა, იმიტომ, რომ ყველა დავინახავდით ამის რეალურ ფასს და არა იმ შეთითხნილ პასკვილებს, რომელსაც, როგორც უნდა პროკურატურა, სამწუხაროდ, თავისი ჯიბის ექსპერტებით საზოგადოებას აწვდის",-განაცხადა უგულავამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: