ISIS-ის მებრძოლებმა კიდევ ერთ ამერიკელ ჟურნალისტს მოჰკვეთეს თავი

ISIS-ის მებრძოლებმა კიდევ ერთ ამერიკელ ჟურნალისტს მოჰკვეთეს თავი

  ISIS-ის მებრძოლებმა კიდევ ერთ ამერიკელ ჟურნალისტს,  სტივენ სოტლოფს მოჰკვეთეს თავი. SITE Intelligence Group-ის ცნობით, ექსტრემისტებმა აღნიშნულის ამსახველი ვიდეო უკვე გაავრცელეს.
  "მე ვარ სტივენ სოტლოფი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ  ზუსტად იცით ვინ ვარ მე და რატომ ვარ ახლა აქ და დროა, გადმოგცეთ ჩემი გზავნილი: ობამა, ერაყის ინტერვენციასთან დაკავშირებით შენს საგარეო პოლიტიკას, ამერიკელების სიცოცხლე  და ინტერესები  უნდა შეენარჩუნებინა. ერაყის ინტერვენციის გამო, ჩემი სიცოცხლით ვიხდი ფასს. რა, არ ვარ მე ამერიკელი მოქალაქე? თქვენ დახარჯეთ ამერიკის გადასახადის გადამხდელთა მილიარდობით დოლარი და ჩვენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წინა ბრძოლებში ათასობით ჩვენი ჯარისკაცი დავკარგეთ. სადააა ხალხის ინტერესები ამ ხელახლა გაჩაღებულ ომში? თქვენ ვერ შეძლებდით არჩევნებში გამარჯვებას თქვენი დაპირების გარეშე, რომ ამერიკულ ჯარებს ერაყიდან და ავღანეთიდან გამოიყვანდით  და დახურავდით გუანტანამოს ციხეს. აი ახლა, როცა თქვენი პრეზიდენტობის ვადა იწურება, ვერ მიაღწიეთ ვერც ერთი ზემოაღნიშნულის განხორციელებას და ჩვენ, ამერიკელი ხალხი, მოტყუებით მიგყავართ მოგიზგიზე ცეცხლში",– განაცხადა  სიკვდილის წინ სტივენ სოტლოფი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: