პან გი მუნი განრისხებულია, ობამა კი პირობას დებს...

პან გი მუნი განრისხებულია, ობამა კი პირობას დებს...

   ISIS-ის მებრძოლებმა კიდევ ერთ ამერიკელ ჟურნალისტს, სირიაში 2 წლის წინ გაუჩინარებულ სტივენ სოტლოფს მოჰკვეთეს თავი. ქსტრემისტებმა აღნიშნულის ამსახველი ვიდეო უკვე გაავრცელეს.

    აღნიშნული ფაქტით განრისხებულია გაერო-ს გენერალური მდივნი პან გი მუნი. ამერიკელი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯას გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი და "ისლამურ სახელმწიფო" კიბოს სიმსივნეს შეადარს. ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ ორგანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

    შშ-ს სპეცსამსახურები სოტლოფის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებენ.

   შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა კიდევ ერთი ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის ვიდეოკადრები გაავრცელეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: