Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (3)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
4-09-2014, 10:12
ნანახია: 1009

-

   ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ხელფასის ზრდას ითხოვენ.

   ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 200-მდე მუშა დამსაქმებელი კომპანიის მენეჯმენტს უპირისპირდება. საუბარია ჩქაროსნული მაგისტრალის ზესტაფონი-ნახშირღელის მონაკვეთზე მომუშავე პირებზე, რომლებიც სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ხელფასის ზრდას ითხოვენ. დასაქმებულები ყვებიან, რომ არ აქვთ წყალი, საპირფარეშო, მწყობრიდანაა გამოსული სამუშაო ტექნიკაც.

   ბადრი რობაქიძე (აქციის მონაწილე)-არაფერი არ არის ელემენტალური, პირობები არ არის, საჭმელი რომ ვჭამოთ, იმის პირობები არ გვაქვს, ტექნიკა გაუმართავია, ბიჭები შრომობენ და ხელფასს ვერ იღებენ, თუ ვინმე შეეპასუხა კომპანიის წარმომადგენლებს, ეუბნებიან-წადით სახლში!.

   -"აქ არის ადამიანების მიმართ ძალიან უხეეში მოპყრობა, აქ ქართული მენტალიტეტი ირღვევა, არც ერთ ჩვენს ქრისტიანულ დღესასწაულზე არ გვასვენებენ, ჩვენს ღირებულებებს პატივს არ სცემენ"-ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე მერაბ ზარნაძე.

   პრეტენზიებს დამსაქმებელი კომპანია "ტოდინის ტეკენავას" წარმომადგენელი მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს და ამბობს, რომ კომპანია კერძო საკუთრებაა და თუ მუშებს პირობები არ მოსწონთ, შეუძლიათ სამსახური დატოვონ.