Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
1-11-2012, 17:13
ნანახია: 2212

ბიძინა ივანიშვილი: რუსეთთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან ვიწყებთ

დღეიდან რუსეთთან ურთიერთობას ახალი ფურცლიდან ვიწყებთ. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება ორივე ქვეყნის სურვილია.


"ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი დღევანდელი განცხადების შემდეგ რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგმება.  ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სიტუაცია  შეიცვლება. ვფიქრობ, რომ ორივე ქვეყნის განწყობაა ასეთი. მიმაჩნია, რომ რუშეთის მხრიდანაც დიდი სურვილი უნდა არსებობდეს, რომ დღევანდელი სიტუაცია, ის რიტორიკა, რაც იყო,  გუშინდელი დღის არის, ჩვენ დღეიდან უკვე ახალი ფურცლით ვიწყებთ ურთიერთობას", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ორივე ქვეყნის მხრიდან ამის ნება რომც იყოს, ეს სწრაფად ვერ მოხდება.

" ეს არ იქნება ადვილი პროცესი, თქვენ იცით, რომ აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საელჩოებია გახსნილი. რეალურია, რომ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები დალაგდეს და უფრო შორი ნაბიჯი იქნება, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს. ეს კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ძალიან ახლო კავშირშია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


ბიძინა ივანიშვილმა დღეს რუსეთთან ურთიერთობის  მოგვარების საკითხები ანალიტიკოსს ზურაბ აბაშიძეს ჩააბარა.