"გაანძრიოს ამ მთავრობამ ტვინი და გაიაზროს ქმედებები!"-აქცია ქუთაისში

"გაანძრიოს ამ მთავრობამ ტვინი და გაიაზროს ქმედებები!"-აქცია ქუთაისში

   ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის წინააღმდეგ  ამ წუთებშიც მიმდინარეობს აქცია. აქციის მონაწილები ქუთაისის წყალმომარაგების კომპანიას დაწყებული საქმის დასრულებისკენ მოუწოდებენ, ისინი ამბობენ, რომ ამავე კომპანის თანამშრომლება ახლად დასხმული ბეტონის საფარი ამოტეხეს და დაწყებული სამუშაოები არ დაასრულეს, 

   -"ეს არის ძველისძველი მილები და ამის ბეტონში დატოვება არ შეიძლება , მითუმეტეს მას შემდეგ, რაც გაკეთეს გუშინ კომპანიის თანამშრომლებმა,ბეტონის საფარი ხომ დააზიანეს, თითქმის 2 მეტრზეა ამოტეხილი, ამას ვინ გაკეთებს ? და კიდევ მილი, რომელიც ამოიღეს მიწიდან ნაწილს "პალო" გაურჭვეს, რაც არაფრით არ შეიძლება, გაანძრიოს ამ მთავრობამ ტვინი და გაიაზროს ქმედებები! მიაქციოს ყურადღება ხალხს და ერთ საქმეს ისე ნუ აკეთებს, კიდევ მრავალჯერ გასაკეთებელი რომ ხდება"- ამბობენ აქციის მონაწილეები.

    ცნობისთვის, თაბუკაშვილის ქუჩაზე, კერძოდ ხუნდაძის # 55 სა და #57 შუა დასხმული ასფალტის საფარი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის თანამშრომლებმა ამოტეხეს. ასვალტის ქვემოთ გაყვანილი მილი დაზიანდა და რამდენიმე ბინის სარდაფი დატბორა.

   ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე წუთის წინ საპროტესტო აქცია გამართა აქცის მონაწილები თავადვე ამავე ორი ბინის მოსახლეები არიან.

დავით ცხავარძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: