აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას აძლიერებს

აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას აძლიერებს

   აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას აძლიერებს. აღნიშნული  განცხადება  თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

"ვამზადებთ გეგმას, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნებს რუსეთის პერიფერიაში, განსაკუთრებით, მოლდოვასა და საქართველოში. ვგეგმავთ გავაძლიეროთ მხარდაჭერა უსაფრთხოების სფეროში ხანგრძლივი ვადით",-აღნიშნულია განცხადებაში.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ დახმარება ხელს შეუწყობს უკარაინას, მოლდოვას და საქართველოს გააძლიერონ თავდაცვისუნარიანობა და გაზარდონ თავსებადობა დასავლეთის ძალებთან.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ნატოსთან, რომ შევიმუშავოთ დახმარების უფრო ძლიერი პროგრამები ამ სამ ქვეყანასთან მიმართებით",-აღნიშნულია განცხადებაში. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: