ბუბა კიკაბიძე: რა ხდება ქვეყანაში? - ჯანდაბა, აბა მეტი რა დავარქვათ?!

ბუბა კიკაბიძე: რა ხდება ქვეყანაში? - ჯანდაბა, აბა მეტი რა დავარქვათ?!

  გუშინ მთავრობსი სხდომაზე პრემიერმა ღარიბაშვილმა გაანცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება სტაბილურია და  სახელმწიფო ყცელაფერს აკეთებს რათა ამ კუთხით  სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს. 

  პრემიერის ამ განცხადებას მომღერალი ბუბა კიკაბიძე გამოეხმაურა,მომღერლი აღნიშნავს რომ - კრიმინოგენური ვითარება სტაბილური კი არა საგანგაშოა! თუ დროზე "ყბა არ მოუჭირეს" მაგრად, კიდევ უფრო გაიზრდება, ეს საშინელებები რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. ძალიან დაუცველები ვართ, მეტი რაღა უნდა იყოს?! სერიოზულად მისახედია ქვეყანა! ჩვენები თუ ასეთ სისაძაგლეს ჩაიდენდნენ, ვის წარმოედგინა!?.. დღეს გავიგე, ფეხმძიმე ქალბატონს ბენზინი გადაასხეს და წვავდნენო, მაგრამ ეტყობა, ჭორია, ასეთი რამ როგორ შეიძლება მართალი იყოს?!

  მთავრობიდან რომ იძახიან გაბუქებულია, არაფერიც არ ხდებაო, რა არის გაბუქებული? - იყო ცოცხალი აგერ ახალგაზრდა ბიჭი და აღარ არის და ეს არის გაბუქვა?! ჩემი ნათესავია ლაშა მახარაძე და ძალიან განვიცდი ამ ამბავს! ერთი წლის წინ მაგის ძმა, რძალი და ბავშვი ავარიაში დაიღუპენ. ლაშას დედა ამბობდა, ლაშა ცოლს მოიყვანს, შვილები ეყოლებაო და ამას შეჩერებოდა ერთადერთ იმედად. მათი წლისთავიდან ორი დღის თავზე ეს ბიჭიც მოკლეს. ასეთი საშინელი სიტუაციია დღეს. რა ხდება ქვეყანაში? - ჯანდაბა, აბა მეტი რა დავარქვათ?!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: