Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
8-09-2014, 14:46
ნანახია: 624

დავით ზალკალიანი: ეს მიზანთან კიდევ უფრო დაგვაახლოებს!

  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა უელსის სამიტის შედეგები შეაჯამა. ზალკალიანის განცხადებით, სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს თავის მიზანთან კიდევ უფრო დააახლოებს.
 
  "NATO-ს უელსის სამიტი გახდა ყველაზე წარმატებული სამიტი 2008 წლიდან მოყოლებული, სადაც საქართველომ მიიღო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ამ სამიტზე მოხდა საქართველოს დემოკრატიის განვითარების, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის და თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება NATO-სგან, დასკვნით კომუნიკეში ალიანსის მიერ დაფიქსირებულია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. საქართველო მიესალმება და იზიარებს ალიანსის შეფასებას, რომ NATO-ს და საქართველოს უკვე აქვს ურთიერთქმედების საჭირო მექანიზმები, რომელიც ქვეყანას მიიყვანს საბოლოო მიზანთან. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კომუნიკესთან ერთად ჩვენ მივიღეთ ძალიან კონკრეტული არსებითი პაკეტი, სადაც არის ძალიან სერიოზული კონკრეტული ელემენტები, მხედველობაში მაქვს საქართველოში თავდაცვის განვითარების მისიის მოვლინება, საქართველოში NATO-სთან ერთად საწვრთნელი ბაზის დაფუძნება და ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის სამეკავშირეო ოფისის გაფართოება. ეს ის მნიშვნელოვანი ელემენტებია, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოებს NATO-ს წევრობასთან და როგორც ეს არის აღნიშნული კომუნიკეში, არსებითი პაკეტი კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს NATO-სთან დაახლოების. საქართველოსთვის ძალიან ფასეულია NATO-ს სამიტის გადაწყვეტილება არსებულ ღონისძიებათა პაკეტის შემუშავების შესახებ და მზაობას გამოვთქვამთ, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა ამ პაკეტის ელემენტების განხორციელებაზე. აღსანიშნავია ასევე, რომ მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს თავდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი - ეს არის  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხი, საუბარია, რომ ახალი ელემენტი გაჩნდა, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი კონკრეტული, ხელშესახები შედეგები საქართველოს NATO-ს სამიტიდან 2008 წლის შემდეგ არ მიუღია და ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ჩვენს მიზანთან", -