Iverioni
«    იანვარი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
იანვარი 2019 (8)
დეკემბერი 2018 (12)
ნოემბერი 2018 (15)
ოქტომბერი 2018 (16)
სექტემბერი 2018 (13)
აგვისტო 2018 (17)
8-09-2014, 16:46
ნანახია: 541

კულტურის სამინისტროში პროექტების წარდგენის წესი გამარტივდა

   საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროექტების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი გამარტივდა და მოწესრიგდა.


   კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, გაიწერა პროექტების დაფინანსების ვადები და პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდა. პროექტის განაცხადი დაფინანსების მოპოვებამდე რამდენიმე ეტაპს გადის, რომელიც ღიაა პროექტის ავტორებისათვის. დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება 30 სამუშაო დღის ვადაში იქნება მიღებული და დაუყოვნებლივ ეცნობება პროექტის ავტორს.

  პროექტების განხილვა და გადაწყვეტილების მისაღებად მომზადება ხდება დარგობრივ დეპარტამენტში, რიგითობის დაცვით, რაც გამორიცხავს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემოსული პროექტების თვითნებურად შერჩევას.

  გამარტივდა აპლიკაციის შევსების ფორმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროექტების წარდგენის, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ახალი წესი 5 სექტემბერს დამტკიცდა.