არაპროგრამული მკურნალობისთვის საჭირო თანხებს თბილისის მერია გამოყოფს

არაპროგრამული მკურნალობისთვის საჭირო თანხებს თბილისის მერია გამოყოფს

  არაპროგრამული მკურნალობისთვის საჭირო თანხებს თბილისის მერიის სპეციალური კომისია გამოყოფს. თბილისის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს.

 

  კომისიას თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში არიან სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირები.

 

   როგორც სხდომაზე სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ჩივიაშვილმა განაცხადა, მკურნალობის დაფინსასების მოთხოვნით, მერიაში საკმაოდ ბევრი განაცხადია შესული. მისივე თქმით, განაცხადები სამედიცინო დიაგნოზის სიმძიმის მიხედვით დაფინანსდება. უპირატესობა მიენიჭებათ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

 

  კომისიის მუშაოების წესი თბილისის საკრებულომ 2 სექტემბრის სხდომაზე დაამტკიცა და მერიას კომისიის შექმნა დაავალა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: