მაია ფანჯიკიძე: ვეცდებით, ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ქვეყნისთვის იქნება მისაღები!

მაია ფანჯიკიძე: ვეცდებით, ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ქვეყნისთვის იქნება მისაღები!

   საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრეზიდენტთან შინაარსიანი საუბარი შედგა. მინისტრს არ დაუკონკრეტებია შეძლო თუ არა პრეზიდენტის გადარწმუნება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე არ გამგზავრებასთან დაკავშირებით. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა – "ვეცდებით, ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ყველასთვის და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის იქნება მისაღები", - განაცხადა ფანჯიკიძე.

  საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ამერიკაში გაემგზავრება. შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" იმ თემის კომენტირებისას ისაუბრა, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრემიერისა და პრეზიდენტის გამგზავრებას უკავშირდება.

  მარგველაშვილის თქმით, ამერიკაში მის ვიზიტთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. "ძალიან მნიშვნელოვანია ყველას შევახსენოთ, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსს, კონსტიტუციის მიხედვით, აყალიბებს პარლამენტი. მეც, მათ შორის, პარლამენტის მიერ მიღებული კურსის ფარგლებში ვმოქმედებ.

   

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: