Iverioni
«    მარტი 2023    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მარტი 2023 (3)
თებერვალი 2023 (6)
იანვარი 2023 (3)
დეკემბერი 2022 (7)
ნოემბერი 2022 (2)
სექტემბერი 2022 (4)
10-09-2014, 15:35
ნანახია: 2369

   დღეს მთავრობის კანცელარიასთან, საპენსიო რეფორმის მოთხოვნით (მათ შორის პენსიის გაზრდა საარსებო მინიმუმამდე 2015 წლის ბიუჯეტით) პენსიონერთა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა აქცია გაიმარა.
   "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია შეხვდა, რომელმაც მოისმინა აქციის მონაწილეთა მოთხოვნები და განაცხადა,რომ ეს ადამიანები სამართლიანად გამოხატავენ უკმაყოფილებას.
   -"თუ არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება და 2015 წლიდან ყველა პენსიონერს საარსებო მინიმუმამდე არ გაეზრდება პენსია, "ქართული დასი" იქნება ორგანიზატორი ყველა კატეგორიის პენსიონერთა აქციის. აქ, კანცელარიასთან გაიშლება კარვები და იქნება პერმანენტული ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ უარი თქვას საკუთარ კომფორტებზე, ჯიპებზე, გაზრდილ ხელფასებსა და პრემიებზე, რითაც გამოირჩევიან "ქართული ოცნების" ლიდერები და დაიწყოს დაფინანსება სოციალური პროექტების. პირველ რიგში კი გატარდეს საპენსიო რეფორმა, რომელიც გულისხმობს პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდას და შემდგომში პენსიის დიფერენციაციას"-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.