რაში ადანაშაულებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დავით ნარმანიას?

რაში ადანაშაულებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დავით ნარმანიას?

  თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თბილისი" დავით ნარმანიას ცენტრალური ხელისუფლების კაპრიზების შესრულებაში ადანაშულებს.

  განცხადების თანახმად, თბილისის საკრებულოში შევიდა სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილები, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული უწყება მოითხოვს, სახელმწიფოს, უსასყიდლოდ ინვესტორებზე გასხვისების მიზნით, საკუთრებაში გადაეცეს დ. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე 3 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 722 კვ.მ; და მუხიანის დასახლებაში მდებარე საწარმოო გაერთიანება ,,ორიონის" ტერიტორიაზე არსებული 4 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 176 279 კვ.მ.

  "იმ პირობებში, როდესაც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ,,აღმოაჩინა", რომ ,,ქართული ოცნების" მიერ შედგენილი თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი დეფიციტურია და მან მიიღო იოლი გადაწყვეტილება კომერციული ბანკიდან აიღოს 30 მილიონი ძვირი სესხი, ეკონომიკის სამინისტროსთვის ქალაქის ქონების (რომელიც სწორედ ადგილობრი ბიუჯეტში შემოსავლი წყაროდ უნდა იყოს გამოყენებული), რომლის ჯამური მინიმალური საბაზრო ღირებულება დაახლოებით 3 500 000 ლარია, უსასყიდლოდ გადაცემა კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ თბილისის მერი მხოლოდამხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების კაპრიზების შემსრულებელია და მას თვითმმართველობის ინტერესების დაცვა არ შეუძლია",-აღნიშნულია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: