Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (5)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
11-09-2014, 16:21
ნანახია: 1906

სოსო ცინცაძე: მარგველაშვილი აშკარად გამოდის ივანიშვილის წინააღმდეგ და უკვე ოპოზიციაშია!

„ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე


- ბატონო სოსო,  სადამდე მიგვიყვანს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრის  კინკლაობა, რომელიც დღითიდღე სახიფათო ხდება და არის თუ არა მარგველაშვილი  ოპოზიციონერი?

- რასაკვირველია, მარგველაშვილი ოპოზიციონერია. მეტი რაღა უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა?!

ის, რაც ახლა ხდება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, რომელშიც ივანიშვილიც ჩაერთო, არაა უნიკალური მოვლენა. ასეთი რამ ხდება მსოფლიოში პირველ პირებს შორის, მაგრამ ასე საჯაროდ - გამვლელების თუ თოქ-შოუების სამასხარაოდ კი არა. იქ, ამერიკასა თუ ევროპაში, ასეთი რამ ცივილიზებულ სამოსშია შეფუთული, ჩვენთვის კი, რაც საქართველოს პირველ პირებს შიორის ხდება, სიახლეა, რომელსაც სათანადოდ ვერ აღვიქვამთ. ხედავთ, რა წინ წავიდა საქართველო პოლიტიკური დემოკრატიის თვალსაზრისით, ოღონდ ქართული ჩამოსხმის დემოკრატიით?!

ცუდი ისაა, რომ კონკრეტულად ამ სამიტისთვის ასეთი  დაპირისპირება საქართველოს კურიოზულ სიტუაციაში ამყოფებს და, აი, რატომ: თითქმის მილიარდ-ნახევრიანი ჩინეთი ამ სამიტზე წარმოდგენილია ერთი დელეგაციით, ასევეა რამდენიმე მილიონიანი ინდოეთი, ევროპა, აშშ, ბრიტანეთი, მექსიკა.... და ეს ერთი ციცქნა ღარიბი, სიღატაკეში ჩაფლული, უმუშევარი საქართველო მიდის ორი დელეგაციით. ეს სასაცილო კი არა, უკვე ანეკდოტია!

40 წელია დიპლომატიის პოლიტიკას ვსწავლობ და ასეთი ფაქტი ბევრი ვიცი, ისინი სახელმძღვანელოებშია შესული, როგორც კურიოზი. აი, ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ გამართეს დუელი მე-17 საუკუნეში ჰოლანდიელმა და ფრანგმა ელჩებმა იმის გამო, თუ ვისი ეტლი წავიდოდა წინ.

- როგორ ადასტურებთ მარგველაშვილის ოპოზიციონერობას?

- მთავარი, რამაც მარგველაშვილი აიძულა ყალყზე დამდგარიყო, ისაა, რომ მედიატორის როლი მასა და პრემიერს  შორის მაია ფანჯიკიძეს მისცეს. ვის მოუვიდა ეს აზრად? ფანჯიკიძე, რომელიც მარგველაშვილამდე ვერც ინტელექტით მივა, ვერც ჭკუით, ვერც თანამდებობით... ფანჯიკიძე, როგორც პიროვნება, ჩემთვის არაფერია და მარგველიშვილისთვის იქნება?!  ფანჯიკიძის თვითდაჯერებული განცხადება, პრეზიდენტს უელსში დაველაპარაკებიო, აქ რატომ არ შედგა?! ან რატომ მიუგზავნეს მაინცდამაინც ფანჯიკიძე, რომელი კისინჯერი მყავდა, რომ მარგველაშვილი დაერწმუნებინა, როცა ტელევიზიით ორ კაცს ვერ აჯერებს?!

პირველი პირების გარემოცვაც პრობლემაა და რატომ: მარგველაშვილსაც ჰყავს თავისი მაამებლები, ღარიბაშვილსაც და ივანიშვილს ხომ ჰყავს და ჰყავს... (ისინი არ ჩანან გარეგნულად, გარდა ზოგჯერ 2-3 წუთით ეკრანზე გაელვებისა, ისინი თავიანთი კეთილდღეობისთვის რომ იბრძვიან, არახალია), მაგრამ მათში ნუთუ არ გამოჩნდა ვინმე (ბრძენს არ დავარქმევ, ბრძენები დღეს მსოფლიოში არ არიან და აქ საიდან იქნებიან!), ამათთვის რამე ხეირიანი რომ ერჩია?!

- რას მოუტანს საქართველოს ეს სამიტი. მნიშვნელოვანია თუ არა იქ საქართველოს ხმა?

- ასეთ სამიტებსა და ასამბლეებზე შევარდნაძე არ დადიოდა, ბოიკოტს უცხადებდა და სალაყბოს ეძახდა. გარემოს სამიტზე საქართველოს რა უნდა ჰკითხონ? იქ საუბარი იქნება სათბურებზე, ოკეანეში ყინულის დნობაზე, მავნე გაზებზე  და ასე შემდეგ, რომლითაც დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები არიან დაინტერესებულნი. მაგალითად, აშშ-ს ტოკიოს გარემოს პროტოკოლზე ხელი არ აქვს მოწერილი, რადგან ეკონომიკას ანიჭებს უპირატესობას. საქართველომ რა უნდა ქნას იქ? მისთვის აჯობებდა, საერთოდ იგნორირება გაეკეთებინა გაეროს 69-ე და გარემოს დაცვის სამიტზე, ვიდრე ორი დელეგაციით წასულიყო.

წარმომიდგენია, ჩვენი ელჩი რა დღეში იქნება... საქართველოს პირველი პირები მსოფლიო დონის პოლიტიკოსებს ხომ უნდა შეახვედროს თუნდაც ხელის ჩამოსართმევად მაინც სადღაც დერეფანში, რომ მერე აქ ტელევიზიით თქვან,  ამდენი და ამდენი შეხვედრა ჰქონდათო!

- ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილი ხელიდან გასხლტომის გამო  გააკრიტიკა და  საზოგადოებაში მისთვის სახელის გატეხას ცდილობს?

- მარგველაშვილი ,,ოცნებიდან“ ნელ-ნელა გამოდის ივანიშვილის წინააღმდეგ და, უნდა თუ არა, ოპოზიციაშია. გახსოვთ, ალასანია მარგველაშვილის მხარეს იყო, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ალექსი პეტრიაშვილმა გააკრიტიკა პრეზიდენტი, უნდა ვიფიქროთ, რომ ალასანია განუდგა. ის ხედავს, ძალა საითაცაა მეტი.

მარგველაშვილი უცხო სხეულია პოლიტიკაში. ის მართლაც კარგი ინტელექტუალია, თუმცა მეცნიერული წიგნებით ბიბლიოთეკები არ გაუვსია, მაგრამ მაშინ შეცდა, როცა ივანიშვილის ,,საჩუქარს“ დასთანხმდა.

ეს „ცივი ომი“ პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე გაგრძელდება.  მარგველაშვილი ალბათ პენსიაზე გავა, ჯიპას რექტორი ვერ გახდება, ვერც პოლიტიკურ პარტიას შექმნის უფულობის გამო!

ისე, მარგველაშვილმა ივანიშვილთან მიმართებით პოლიტიკური უმადურობა გამოამჟღავნა. ის სააკაშვილის მეგობარიც იყო (ჯიპა რომ მიშასია, ყველამ იცის), მაგრამ რატომ იტანდა მას თავის ინსტიტუტში მაშინ, როცა მარგველაშვილი ყოველდღე ,,მაესტროს“ ეთერში  ლანძღავდა , ჩემთვის და თქვენთვის უცნობია.

 

- როგორ წარიმართება საქართველოს მომავალი ამ მნიშვნელოვანი სამიტის შემდეგ?

- ექსტრავაგანტული არაფერი მოხდება, ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ეკონომიკის სულისჩამდგმელი რუსული ბაზარია, თორემ, ამ მხრივ სიახლე არაფერია, სამინისტროების ინოვაციები გაურკვეველია (რადიკულიტი მაქვს და 3 დღე ველოდი  სადაზღვევოდან ექიმს რეცეპტის გამოსაწერად). კოალიცია არ დაიშლება, რადგან ცალ-ცალკე შანსი არ აქვთ და ა.შ.

რაც შეეხება კრიმინალისა და რეიდების თემას, ინტერნეტში რომ ეძებ ხოლმე , აბა, რა ხდება დღეს უკრაინაშიო, ასეა, ტელევიზორს რომ ჩართავ, ის გაინტერესებს,  საქართველოში დღესაც  ვინმე ხომ არ  მოკლეს, ხომ არ  დაჭრეს, ხომ არ  გაძარცვესო.

ხშირად პოლიციელები იქით ძალადობენ მოქალაქეებზე - 17-18 წლის მამლაყინწა ბიჭებს გოგონების თვალწინ გაჩერებებზე ჩხრეკენ, არც ეს და არც შსს-ს მინისტრი ადეკვატურ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ!

ესაუბრა ია ჯღარკავა