ბიძინა ივანიშვილი: "ლაზიკის" პორტის მშენებლობა რეალისტურია!

ბიძინა ივანიშვილი: "ლაზიკის" პორტის მშენებლობა რეალისტურია!

მიუხედავად იმისა რომ ზუსტი პროექტი და პასუხი არ მაქვს, "ლაზიკის" პორტის მშენებლობა რეალისტურად მიაჩნია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.   


ამ ტერიტორიაზე პორტის მშენებლობის შესაძლებლობაზე საუბრობს რეგიონალური განვითარების მინისტრი დავით ნარმანიაც. "სამინისტროს ამ ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა განეხორციელებინა. ამ ეტაპზე ეს სამუშაოები შევაჩერეთ, რათა ხელი არ შევუშალოთ პორტის მშენებლობას", - აცხადებს ნარმანია. 


შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ანაკლიასა და ყულევს შორის ახალი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობისთვის მასშტაბური სამუშაოები 2012 წლის გაზაფხულიდან უნდა დაწყებულიყო. გავიხსენოთ ისიც, რომ პროექტ "ლაზიკის" იდეა არ არის პრეზიდენტის ინიციატივა. ის ბიზნესმენებს დავით კარტოზია და ენდრიუ მურზას ეკუთვნით.       

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: