მანანა კობახიძე სარიშვილის განცხადებას პასუხობს

მანანა კობახიძე სარიშვილის განცხადებას პასუხობს

  პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილის სტატუსს გამოეხმაურა: "ივერიონი" მის სტატუსს  უცვლელად  გთავაზობთ:

   "მინდა გამოვეხმაურო ირინას (სარიშვილი) სტატიას, სრულად ვეთანხმები მას, ზოგჯერ მართლაც ამაზრზენია ის, რაც სოციალურ ქსელში ხდება ზოგიერთების, მართლაც არაკაცების და გნებავთ, არაქალების მხრიდან. აქვე, ვიტყოდი, რომ გასაგებია პოლიტკოსებს თმენის ვალდებულება გვაქვს, გასაგებია, რომ საზოგადოებაში ბევრს შეიძლება არ მოსწონს ხელისუფლების გადაწყვეტილებები და გვაკრიტიკებს, კი ბატონო მესმის, ნებისმიერ კრიტიკას მოვისმენ და თუ მისაღებია, მივიღებ.

   ნებისმიერ ოპონენტს პატივს ვცემ, თუკი კორექტულად და ზრდილობის ფარგლებში მაკრიტიკებს და ვალდებულიც ვარ ასე მოვიქცე, მაგრამ, როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ ეს ვითომ კაცები, სინამდვილეში არაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც ქალის მიმართ, აი მერე მეუღლემ ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო.

  შეურაცხყოფის და ლანძღვის თმენის ვალდებულება ნამდვილად არ აქვთ ადამიანებს და ისე, პოლიტიკოსიც ადამიანია!",- აცხადებს მანანა კობახიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: