მასობრივი გამოსახლებები დაიწყო-რა ხდება წალკაში?!.

მასობრივი გამოსახლებები დაიწყო-რა ხდება წალკაში?!.

   ივერიონს არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი დაუკავშირდა და წალკაში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოთქვა.  წალკაში მიმდინარე სისტუაციაზე  სწორედ ამ თემაზე გაგვესაუბრა ხოხიაშვილი.

   -"წალკის რაიონში ,,ოცნება" არ მუშაობს, ეს ლოზუნგი არაა, ეს რეალობაა. დღეს ეს სიტყვები  ერთ-ერთმა დაზარალებულმა მითხრა, რომელმაც ჩვენს ოფისში დარეკა და ადვოკატის მოსმსახურება ითხოვა. ჩვენი ორგანიზაცია თვითმართველობის არჩევნების შემდეგ აცხადებდა, რომ წალკაში იგეგმებოდა ქართულ ენოვანი მოსახლეობის მასობრივი გასახლება და მათ ადგილზე წასული ბერძნების ჩამოსახლება, რადგან ეს წალკის ახლანდელი გამგებლის ილია საბაძის ინტერესებში შედიოდა.  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ილია საბაძე წალკის გამგებლად დაინიშნა, შემდეგ თვითმართველობის არჩევნების წყალობით წალკის არჩეული გამგებელი გახდა. ამას წალკის ქართულენოვანი მოსახლეობა პროტესტით შეხვდა და ჩვენი ორგანიზაციაც მხარს უჭერდა ამ მოთხოვნას, რადგან ილია საბაძე წლების განმავლობაში იყო წალკა- თეთრიწყაროს რაიონის ჯერ უშიშროების, შემდეგ კი კონტრდაზვერვის განყოფილების უფროსი. მისი მაშინდელი ,,საგმირო" საქმეების შესახებ კი მოსახლეობისთვის ცნობილი იყო. ჩემთან საუბარში მოსახლეობა აცხადებდა რომ ილია საბაძეს ფინანსური დაინტერესება ქონდა და ამიტომ უნდოდა წასული ბერძნების დაბრუნება.

 

   დღეს წალკიდან დაგვიკავშირდა ,,ქართული ოცნების' წევრი ოთარ აბულაძე და დახმარება გვთხოვა. ბატონი ოთარი თვითმმართველობის არჩევნებში საბაძის მხარდამჭერი იყო და დღეს მისი უფლება ირღვევა და პატრონი არ ჰყავს. როცა ვურჩიე სახელისუფლებო პარტიას თხოვე ადვოკატი მეთქი მითხრა ,,ვის ვთხოვო, აქ არავინაა, ოცნება აქ არ მუშაობს, საბაძეს კიდევ ხალხი ფეხებზე კიდიაო". ბატონი ოთარი 7 წელია ცხოვრობს ამ სახლში, რამოდენიმე დღის წინ საბერძნეთიდან მეპატრონე ნაზლი სიმონიდუ დაბრუნდა, სახლში შეუვარდა, ავეჯი ნივთები დაუმტვრია, მას და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახლის დაცლა მოთხოვა. თავის დროზე ბატონ ოთარს სახლის მეპატრონეებთან შეთანხმება ქონდა ეცხოვრა, სახლ-კარი რომ არ გავერანებულიყო მიეხედა და თუ დაბრუნდებოდნენ შესყიდვაზეც დაილაპარაკებდნენ. ბატონი ოთარი ამბობს სახლის მეპატრონე რომ დაბრუნდა კარგად შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ მერე გავიდა და რომ დაბრუნდა ასე მოიქცაო, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ვოღაცამ წააქეზაო.

 

   -სახლიდან გამოსახლებას აქვს თავისი წესები და მეპატრონეს შეეძლო ასე მოქცეულიყო, ამ შემთხვევაში იმედია ადგილობრივი პოლიცია სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს და კანონდამრღვევს დასჯის.

 

  ასევე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ უკვე დაწყებულია მასობრივი გამოსახლებები. მაგალითად 23 სექტემბერს სოფელ გუნიაკალაში (სადაც უკვე 3 ოჯახი გამოასახლეს) უნდა გამოასახლონ 23 ოჯახი, სოფელ თაკილისაში 16 ოჯახი, სოფელ წინწყაროში 8 ოჯახი. ეს არასრული ჩამონათვალია რადგან ყველაზე ჯერ ინფორმაცია არ მაქვს. ილია საბაძე აჭარელ მოსახლეობას არჩევნების წინ  დაემუქრა- მე გამგებელი გავხდები და ყველას გაგასახლებთ აქედანო.იქ მიუთითე ვინც გამოასახლეს ისინი ადმინისტრაციული წესით 500 ლარით დააჯარიმეს, კიდევ აღსანიშნავია ისმ რომ  ვინც გამოასახლეს ისინი ადმინისტრაციული წესით 500 ლარით დააჯარიმეს

 

 ასე რომ მან მუქარის შესრულება დაიწყო და ბატონი ოთარის სახლის მეპატრონის წამქეზებელიც სავარაუდოთ ადგილობრივ ხელისუფლებაში უნდა ვეძებოთ.

 

  საკმაოდ დიდი პრობლემაა წალკის დაცლა ქართულენოვანი მოსახლეობიდან, ეს ხალხი წალკაში ქართულ სულს აღვივებენ, სადაა ხელისუფლება ამ დროს, რას უპირებს ამ ხალხს, ხალხს რომელსაც ბათუმში გამართულ აქციაზე ( 2012 წლის არჩევნების შემდეგ, როცა საბაძე გამგებლად დაინიშნა აჭარლები წავიდნენ აჭარაში, მთავრობას თხოვდნენ დახმარებას და იქ აქციებს მართავდნენ) მათ პირადად მაშინდელი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაპირდა დახმარებას. ამ ხალხმა თავის დროზე თავი გადადეს და წალკის რაიონში "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გაამარჯვებინეს.

 

  ძნელია დაპირებების შესრულება? კარგი იქნება ხელისუფლება გონს თუ მოეგება და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული გახდება თორემ ისეთ დღეში ვართ პური არ გვაქვს თირემ სანახაობა იცოცხლე არ გვაკლია.

"ივერიონი"-უფლებას იტოვებს ფართო მკითხველამდე მიიტანოს სტატიაში 

დასახელენული პირების კომენტარები და გამოხმაურების შემთხვევაში მათეული ხედვაც გაგაცნოთ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: