Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
2-11-2012, 17:27
ნანახია: 4566

ნოდარ მელაძე

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნოდარ მელაძე მაყურებელს დაემშვიდობა. მან ამის შესახებ განცხადება ფაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.


"ნახვამდის, ვემშვიდობები "ქრონიკის" მაყურელებელს, "იმედზე" ახალ ამბებს მე თქვენთვის აღარ მოვამზადებ, ჩვენს ნაცვლად იქნებიან სხვები. ახალი ამბების კეთება ეს არის ყველაზე რთული საქმე, მე მინდა წარმატებები ვუსურვო მათ, ვინც "იმედის" ახალი გუნდის წევრი გახდება. დიდი მადლობა ყველას, ვინც  ჩემი გულშემატკივარი იყო:  ცხრა სატელევიზიო სეზონი "იმედის" არხზე, მანამდე "მზეზე" და კიდევ უფრო ადრე "პირველ არხზე" უყურებდა ახალ ამბებს, რომელსაც მე ვამზადებდი. მე სხვა არაფრის კეთება არ ვიცი, მე ვარ ჟურნალისტი და იმედი მაქვს, რომ ისევ შევძლებ გითხრათ, "გამარჯობა, ეს არის მთავარი დღეს!" კიდევ ერთხელ მადლობა ყველა იმ "იმედელს", რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა ამ არხზე. ეს ყველაფერი ფრაგმენტებია. ცხოვრება ამით არ მთავრდება, უბრალოდ ის ბევრი სასიამოვნო და უსიამოვნო ფრაგმენტისაგან  შედგება. ეს არის რეალიზმი, რომელიც უნდა მივიღოთ, მოვერგოთ და პატივი ვცეთ", _წერს ნოდარ მელაძე.


შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "იმედი" დაუბრუნდა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანიაზე საინფორმაციო მაუწყებლობა დროებით შეჩერებულია.