ლაშა ტუღუში: ხელისუფლება სათანადოდ არ ურთიერთობს მედიასთან!

ლაშა ტუღუში: ხელისუფლება   სათანადოდ არ ურთიერთობს მედიასთან!

   გაზეთი "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში აცხადებს, რომ თუ მედია არაობიექტურად აკრიტიკებს მთავრობას, შესაძლოა ეს იყოს არაკვალიფიციურობის ბრალი, თუმცა ამავე დროს არის ხელისუფლების ბრალიც, რადგან ის არ აწვდის დროულად ინფორმაციას და არ ურთიერთობს სათანადოდ მედიასთან. მისი თქმით, ხელისუფლება მედიის მხრიდან კრიტიკას, ხშირ შემთხვევაში, მტრობად აღიქვამს.

   მისი თქმით,  საინტერესო იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, თუ რა ინფორმაციას ეყრდნობა, როდესაც ასეთ სურათს ხატავს.

  ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ "პირველი არხი", "მაესტრო" და "იმედი" იმეორებენ იმას, რასაც "რუსთავი 2" წამოსწევს. მისივე თქმით, "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ეწევა, ხოლო მისი მეპატრონე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: