სააკაშვილი: განათლებისთვის 10-ჯერ მეტი უნდა გაკეთებულიყო, მე ამას ვნანობ!

სააკაშვილი:  განათლებისთვის 10-ჯერ მეტი უნდა გაკეთებულიყო, მე ამას ვნანობ!

  ახალგაზრდული ჯგუფის "მე ვარ აბიტურიენტი" ინიციატივით, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, იმ აბიტურიენტებთან შეხვედრა გაიმართა, რომლებმაც საქართველოს მასშტაბით "ერთიანი ეროვნული გამოცდები 2014" საუკეთესო შედეგებით ჩააბარეს.

  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ინიციატივით, წარჩინებულ აბიტურიენტებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მათ სკაიპით მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.

   "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ამდენი ბრწყინვალე ქართველი, ამდენი წარმატებული, ახლაც და მომავალშიც, ჩვენი ერის წარმომადგენელი, ერთ სივრცეში ნამდვილად არასდროს არ შეკრებილა.

  მინდა ვთქვა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის აზრიც არის ეს, რომ ჩემი შემდეგი 10-20-30 წლის გამოწვევა საქართველოსთვის არის განათლება. ჩვენთვის მთავარი, რაზეც უნდა იყოს დებატები, რაზეც უნდა იყოს ცხარე კამათი, რაზეც უნდა იყოს ყველაზე მეტი ინვესტიცია, არის სწორედ ეს.

  თუკი რამეს ვნანობ მე პირადად, თუ რამე არ გავაკეთე ბოლო 9 წელიწადში, ბევრი რაღაც ჩავდეთ განათლებაში, ბევრი რაღაც გაკეთდა, მაგრამ 10-ჯერ მეტი უნდა გაკეთებულიყო",- განაცხადა სააკაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: