Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
2-11-2012, 18:22
ნანახია: 1969

მანანა მანჯგალაძე: ავლაბრის რეზიდენცია მოქალაქე სააკაშვილის საკუთრება არ არის!

შენობა, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფუნქციონირებს, მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება არ არის. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა  მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მოწოდებას ეხმაურება და განსხვავებული აზრის შეგუებისკენ მოუწოდებს.


"საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების მნიშვნელოვანი ნაწილია. შენობა, სადაც ფუნქციონირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება არ გახლავთ, ეს გახლავთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება ყველა ცივილიზებული ქვეყნის დემოკრატიული ნაწილია. საქართველოს შემთხვევაშიც, ეს ჩვენი ქვეყნის, ქართული დემოკრატიის ნაწილია. ასევე, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ნაწილია, რომ შეუთანხმებლობის მიუხედავად, განსხვავებული აზრის მქონე ინსტიტუტების არსებობისადმი შეგუება. ვთვლით, რომ ეს არის კარგი და სწორი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი მთავრობა გარდამავალ პროცესს ისევე ცივილურად მიუდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი და წინა მთავრობა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.
        
მისივე განმარტებით, "ასევე სრულიად ნათელია, რომ საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ეწურება, ახალი არჩევნები კი შედგება 2013 წლის ოქტომბერში. ეს იგივე კონსტიტუცია და იგივე ვადაა, რომლითაც აირჩა ამჟამინდელი პარლამენტი და შეიქმნა ახალი უმრავლესობა, მაშინ კი, საკონსტიტუციო ვადებთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა", - აღნიშნა მანჯგალაძემ.