მაკა წიკლაური: რეგიონებში ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა უკვე იგრძნობა!

მაკა წიკლაური: რეგიონებში ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა უკვე იგრძნობა!

საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ახალი რეალობისთვის“, 15 სექტემბერს ქუთაისის პარლამენტთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია დაიწყო, ისინი  თბილისისკენ ფეხით მოემართებიან და დაახლოებით 23 სექტემბრისთვის აქციას თბილისის  პარლამენტთან გააგრძელებენ.

  „ივერიონი“ საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი რეალობისთვის“  წარმოამდგენელს მაკა წიკლაურს ესაუბრა.

 - აქცია „პარლამენტიდან პარლამენტამდე“, გუშინ ქუთაისის პარლამენტთან 4 საათზე დავიწყეთ. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას დაემატა პრეზიდენტის გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაც.    მჟამად ზესტაფონისკენ მივემართებით, ჩვენთან ერთად იმყოფებიან ქალბატონები.

- შემოგიერთდათ თუ არა ვინმე?

- იცით, როგორ არის?  გარკვეულ მონაკვეთებში გვიერთდება მოსახლეობა, მაგრამ ეს არის სიმბოლური მხარდაჭერა. თბილისში ჩამოსვლისთანავე, 23 სექტემბერს 5 საათზე თბილისის პარლამენტის წინ    ვგეგმავთ დიდ აქციას.

- ხვალ სად იქნებით?

 არ ვიცით,  როდის სად ვიქნებით.  სავარაუდოდ  თბილისში  21-22  სექტემბერს  (დაზუსტებით ვერ გეტყვით, რადგან ფეხით მოვდივართ) უნდა ჩამოვიდეთ.

 - დარწმუნებული ხართ, რომ თბილისში შემოგიერთდებიან?

 -  ჩვენ გვაქვს  ორი მოთხოვნა: ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები.
 
- როგორ ფიქრობთ რეგიონებში ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თემა მომწიფებულია?

 - საზოგადოებაში დადებითი  მუხტია, მობილიზებულები არიან , პერმამენტულად გვიერთდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარს გვიჭერენ. ცხადია, ახლა ისინი თბილისამდე არ მოგვყვებიან, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ჩამოვლენ კიდეც!

-  ჟურნალისტების აქტივობა თუ შეინიშნება?

-  ჟურნალისტები დაგვხვდნენ, ეხლაც ველოდებით პირველი არხის წარმომადგენლებს, გვიკავშირდებიან და ვაწვდით ინფორმაციას. შეიძლებოდა მედიას უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინათ. ტელე-კოპანიები „რუსთავი2“,  „კავკასია“, „იმედი“, „მაესტრო“ გაფრთხილების მიუხედავად, კავშირზე არ გამოდიან!..

                                           ესაუბრა ნათია ხარბედია
 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: