ლევან ალაფიშვილი: კანონის თანახმად, პრეზიდენტს კანდიდატურას არა კონკრეტული მინისტრი, არამედ მთავრობა სთავაზობს!

ლევან ალაფიშვილი: კანონის თანახმად, პრეზიდენტს კანდიდატურას არა კონკრეტული მინისტრი, არამედ მთავრობა სთავაზობს!

   იურისტი ლევან ალაფიშვილი პრეზიდენტსა და ვიცე–პრემიერს შორის უთანხმოების თემას ეხმიანება და აცხადებს, რომ კანონის თანახმად, პრეზიდენტს კანდიდატურას არა კონკრეტული მინისტრი, არამედ მთავრობა სთავაზობს, თანაც წერილობით, ხოლო თუ პრეზიდენტი არ დასთანხმდება, აღნიშნულის მიზეზი უნდა განმარტოს.
  "მთავრობის წევრები იღებენ კოლექტიურ გადაწყვეტილებას. ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ რაც მოვისმინეთ, იმის მიხედვით იმის თქმა, რამდენად იყო ეს გადაწყვეტილება კოლექტიური, საკმაოდ რთულია, თუმცა ნამდვილად ვნახეთ, რომ სატელეფონო საუბრის ინიციატორი, მართალია, ვიცე-პრემიერი, მაგრამ მაინც ერთი მინისტრი იყო, რაც, რა თქმა უნდა, არ არის სწორი",- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.
  ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე პრეზიდენტ მარგველაშვილთან  მთავრობის წევრთა დაპირისპირების მიზეზებს განმარტავს და ერთ–ერთ ასეთად მარეგულირებელ კომისიაში შეთავაზებული კანდიდატურის გაუთვალისწინებლობას ასახელებს. ამის შესახებ მან გუშინ ტელეგადაცემა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
  "მარეგულირებელში განთავისუფლდა ერთი ადგილი. როგორც მოგეხსენებათ, იქ პიროვნებას პრეზიდენტი წარადგენს, მთავრობა  უნდა შეითანხმოს და პარლამენტი ამტკიცებს. რადგან მარეგულირებელი კომისია ენერგეტიკის დარგის განვითარებისათვის  ძალიან მნიშვნელოვანია და იქ  სწორი პიროვნების შერჩევა არის მნიშვნელოვანი, თან – მაშინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ტარიფის მეთოდოლოგიაზე, პირადად მე ავიღე მობილური,  დავუკავშირდი გიორგის და ვთხოვე, გაეთვალისწინებინა პიროვნება, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნებოდა შეთავაზებული, თუმცა ეს ასე არ მოხდა"- განმარტა ვიცე-პრემიერმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: