"მოემზადეთ პასუხისგებისკენ. ზვიგენს მატროსოვზე გაგატანთ"

"მოემზადეთ პასუხისგებისკენ. ზვიგენს მატროსოვზე გაგატანთ"

  "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე "ფეისბუქში" პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც  პრემიერმა ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიების გართულება "ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა.

  "ჩვენ თუ 25 დღე გვქონდა, შენ, ჰაკიმ, ორი წელი გქონდა. თან ეს ორი წელი "ატვეჩაიზე იდექი", პირად კონტროლზე ავიყვანეო. პირად კონტროლს შენი ცოლისძმა ჯანყარაშვილი ახორციელებს, ჯერ კიდევ მის საკუთარ შსს-ს გენინსპექციაში, სადაც მეორე შეტენილი ადვოკატი მოამწყდიეთ. შეეგუეთ გარდაუვალობას. ეს ბავშვი თქვენ მოკალით. უფრო სწორად, შემოგაკვდათ. ამას ვერ დამალავთ. მოემზადეთ პასუხისგებისკენ. ზვიგენს მატროსოვზე გაგატანთ", - წერს თარგამაძე.

  ცნობისთვის,  ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით, "თავისუფალმა ზონამ" ბარბარე რაფალიანცის ოჯახის ადვოკატის აღიარება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ეს კადრები "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წარმომადგენელმა ადვოკატმა რომეო საჯაიამ გაასაჯაროვა.

  კადრებში ასახულია "ქართული ოცნების" წევრის, რაფალიანცების ოჯახის ადვოკატის აღიარება რომლის ინფორმაციით, დანაშაულის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო მანანა ბერიკაშვილი.

  შეგახსენებთ, ათი თვის ბარბარე რაფალიანცი ორი წლის წინ, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის მკვლელობა თავიდან პოლიტიკას და არჩევნებს დაუკავშირეს, გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: