ლალი ბიწოშვილი: "ქართული ოცნებისთვის" არასოდეს არ მიღალატია!

ლალი ბიწოშვილი: "ქართული ოცნებისთვის" არასოდეს არ მიღალატია!

  რაფალიანცების ოჯახის ადვოკატი ლალი ბიწოშვილი აცხადებს, რომ ჩანაწერი მისი ნებართის გარეშეა გამოქვეყნებული და "ქართული ოცნებისთვის" არასოდეს უღალატია. ადვოკატმა, დღეს, ამ თემაზე ბრიფინგი გამართა.

  "მე "ქართული ოცნებისთვის" არასოდეს არ მიღალატია და ეს არის ჩემი სიცოცხლის შანტაჟის და ფსიქოლოგიური ზემოქმედების ქვეშ ჩაწერილი ჩანაწერი. ჩანაწერში რაზედაც არის საუბარი ეს არის დაშინების, რომელიც მიმდინარეობდა, ზეწოლის ქვეშ, რომ მე მომკლავდნენ. ეს არის ზაზა წოწელია, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩემთან მეგობრობდა. ვინ დგას წოწელიას უკან, ეს ჩემთვის უცნობია და ამას გამოძიება დაადგენს",-აცხადებს ბიწოშვილი.

  ცნობისათვის,  ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით, "თავისუფალმა ზონამ" ბარბარე რაფალიანცის ოჯახის ადვოკატის აღიარება გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ეს კადრები "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წარმომადგენელმა ადვოკატმა რომეო საჯაიამ გაასაჯაროვა.

  კადრებში ასახულია "ქართული ოცნების" წევრის, რაფალიანცების ოჯახის ადვოკატის აღიარება რომლის ინფორმაციით, დანაშაულის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო მანანა ბერიკაშვილი.

  ცნობისთვის, ათი თვის ბარბარე რაფალიანცი ორი წლის წინ, წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის მკვლელობა თავიდან პოლიტიკას და არჩევნებს დაუკავშირეს, გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: