ზურაბ ტყემალაძე: ვინ და რატომ დაანგრია პარლამენტის შენობა?

ზურაბ ტყემალაძე: ვინ და რატომ დაანგრია პარლამენტის შენობა?

  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე უმცირესობას მიმართავს, განმარტონ, რატომ დაანგრიეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის შიდა ნაწილი.

  პარლამენტი იხილავს დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის 2014 წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 155.6 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტისკენ მიემართება. აღნიშნული თანხით ეკონომიკის სამინისტრო თბილისში მდებარე პარლამენტის ავტოპარკინგისთვის, ავტოსადგომის ფართს შეიძენს. საუბარია პარლამენტის გვერდით ახალაშენებული კორპუსის ფარეხის ნაწილის შესყიდვაზე.

  "ბრძანებთ, რომ 23 მილიონი ლარი უკანონოდ დაიხარჯა შენობის აღდგენისათვის. რატონ დაიხარჯა უკანონოდ? შენობა პარლამენტის ბალანსზეა და არ უნდა განადგურდეს. მოდი, იკითხეთ, ვინ დაანგრია და რატომ დაანგრია პარლამენტის შენობა? რატომ მოხდა მთელი ინვენტარის განადურება? შემიძლია, განახოთ პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ბრძანებები. მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნებში მარცხი განიცადეთ და ძალაუფლება დაკარგეთ, 1 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე გამოცემულია ბრძანებები ქონების სხვადასხვა პირებისთვის გადაცემის შესახებ. რა უფლება ჰქონდა უფლებაშეზღუდულ პიროვნებას?" - განაცხადა უმცირესობის მისამართით ზურაბ ტყემალაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: