დავით ზალკალიანი: ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ტერიტორიები ოკუპირებულია!

დავით ზალკალიანი: ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ტერიტორიები ოკუპირებულია!

  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას პერსპექტივა არ აქვს.

აღნიშნული განცხადებით ზალკალიანი შოტლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა, რომლითაც შოტლანდიამ დამოუკიდებლობაზე უარი თქვა.

"ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. აქედან გამომდინარე, მათთვისაც, ჩვენი დებისთვის, ძმებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ოკუპირებული ხაზის მეორე მხარეს ცხოვრობენ, უნდა იყოს ძალიან მკაფიო, რომ მათ აღიარებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს", - განაცხადა ზალკალიანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: