"ნაციონალურ მოძრაობას" ახალი აღმასრულებელი მდივანი ჰყავს

"ნაციონალურ მოძრაობას" ახალი აღმასრულებელი მდივანი ჰყავს

   ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა პარტიის ახალ აღმასრულებელ მდივნად ზურაბ ჯაფარიძე ერთხმად აირჩიეს. 

   ზურაბ ჯაფარიძე პოლიტიკური საბჭოს წევრებს მოკლედ ესაუბრა იმ ხედვებისა და გეგმების შესახებ, რომლის განხორციელებასაც იგი პარტიაში სამომავლოდ აპირებს.

საბჭომ დადებითად შეაფასა და მადლობა გადაუხადა მიხეილ მაჭავარიანს რთულ პერიოდში გაწეული სამუშაოსათვის.

   ასევე, სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: