აკაკი მინაშვილი: "ქართული ოცნება" ფინანსური ბერკეტებით ჩვენს შეჩერებას ცდილობს!

აკაკი მინაშვილი: "ქართული ოცნება" ფინანსური ბერკეტებით ჩვენს შეჩერებას ცდილობს!

  "ნაციონალური მოძრაობის" წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, სამართლებრივი და ფინანსური ბერკეტების გამოყენებით  "ქართული ოცნება" მათ შეჩერებას ცდილობს. მისივე განცხადებით, განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის ზრუნავდნენ.

   "მთელი ეს დევნა, მთელი ეს პროცესები ადასტურებს, რომ ის და მისი გუნდის ყველა წარმომადგენელი იბრძოდა სახელმწიფოსათვის, იბრძოდა ქვეყნისათვის და არა საკუთარი კეთილდღეობისათვის. ის, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება", ეს არის მცდელობა, რომ სამართლებრივი ბერკეტები, ფინანსური ბერკეტები გამოიყენოს იმისათვის, რომ ჩვენ გაგვაჩეროს, მაგრამ მინდა დავარწმუნო ისინი, რომ ეს ასე არ იქნება",-განაცხადა მინაშვილმა.

  შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტისათვის ქონების დაყადაღების შესახებ განცხადება გაავრცელა, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ. ინფორმაციას საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე  სააკაშვილის ადვოკატი ოთო კახიძე ავრცელებს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: