რევაზ კემულარია:-"საზოგადოებას მოსწყინდა "ზასტოის" ხანაში ყოფნა"

რევაზ კემულარია:-"საზოგადოებას მოსწყინდა "ზასტოის" ხანაში ყოფნა"

   27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს  12 საათზე თბილისის ჭადრაკის სასახლეში, აფხაზთა კრება გაიმართება. კრებაზე განხილული იქნება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი არჩევნებისა და აფხაზეთის მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი.

 

   აფხაზთა კრებას რევაზ კემულარია ეხმიანება და ამბობს:

 

   -"დიდ ინტერეს იჩენს საზოგადოებაში აფხაზთა კრება, რომელიც გაიმართება 27 სექტემბერს 12 საათზე თბილისის ჭადრაკის სასახლეში, სადაც განხილულ იქნება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გადარჩევის საკითხი. გვეხმიანებიდან ბათუმიდან, ზუგდიდიდან, ქუთაისიდან და სხვა ქალაქებიდან ამ კრებაში მონაწილეობის მისაღებად. დევნილი მოსახლეობის აქტიურობა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმის მიმანიშნებელია, რომ საზოგადოებას მოსწყინდა "ზასტოის" ხანაში ყოფნა და ითხოვს, აფხაზეთის ღორჯოს კონსერვებად ქცეულ უმაღლესი საბჭოსა და ხელისუფლების განახლებას... სრულ შეცვლას და ახალი კადრებით დაკომპლექტებას, ხოლო უმაღლესი საბჭოს წევრების ახალ არჩევნებს. ჩვე უნდა მივაღწიოთ კანონის სრული დაცვით, ერთმანეთის თანადგომით, ქმედითი საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბებას. დადგა დრო მოქმედებისა და ინიციატივების გამოჩენის, სიცოცხლე და განახლება მოძრაობაშია, ხოლო ჭაობში მავნე ბაქტერიები ბუდობენ, ისე როგორც ეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოშია. მოგიწოდებთ: მობრძანდით და ერთად განვიხილოთ მეტად საჭირბოროტო საკითხი, რომელიც დევნილ მოსახლეობას ჩაუსახავს იმედს და ბრძოლის ჟინს აფხაზეთის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: