ზაზა ვეკუა: "საქართველოში სამართლიანობის აღდგენა ქონების დაბრუნების კუთხით მხოლოდ ორი ადამიანისთვის განხორციელდა"

ზაზა ვეკუა: "საქართველოში სამართლიანობის აღდგენა ქონების დაბრუნების კუთხით  მხოლოდ ორი ადამიანისთვის განხორციელდა"

   2014 წლის 22 სექტემბერს, იურიდიულ და ქონების მართვის და საფინანსო საბიუჯეტო კომისიების ერთობლივ სხდომაზე განიხილებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების დამტკიცება. აღნიშნული კომისია არის უწყებათაშორისი, რომლის შემადგენლობაში შესულია როგორც მერიის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა სამინისტროების და უწყებების წარმომადგენლები. ამ კომისიამ უნდა შეისწავლოს მუნიციპალიტეტის საკუთრებასთან მიმართებაში დადებულ ხელშეკრულებებში არსებული პირობების, საინვესტიციო თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებული მდგომარეობა.

   როგორც  ფრაქცია ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ აღნიშნა, მათ საკრებულოს პირველივე სხდომაზე დააყენეს საკითხი, მუნიციპალიტეტის სტრუქტურაში შექმნილიყო თბილისის მასშტაბით წინა ხელისფლების პერიოდში მოქალაქეებისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების შემსწავლელი კომისია, რაზეც ვერ მიიღეს საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერა:

   -"მიგვაჩნია, რომ დღეს შექმნილი უწყებათაშორისო კომისია რასაკვირველია წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში კანონიერების აღდგენის კუთხით, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მთავარი ლოზუნგი იყო "ქართული ოცნების" გუნდისთვის, მაგრამ "ქართული ოცნება" ამჟამად ხელისუფლებაშია და კანონონიერების აღდგენა და სამართლიანობის დამკვიდრება არა მარტო სახელმწიფოსთვის, არამედ უბრალო მოქალაქეებისთვისა უნდა განხორციელდეს. ამ კომისიის შექმნით, ისევ ნახევარი ნაბიჯები იდგმევა ხელისუფლების მიერ და ფაქტობრივი მდგომარეობა დღეს გვაქვს მხოლოდ ის, რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენა ქონების დაბრუნების კუთხით პრაქტიკულად მხოლოდ ორი კაცისთვის განხორციელდა. მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ხელისუფლება გაიზიარებს ჩვენ პოზიციას, აღნიშნული კუთხით გადადგამს რეალურ ნაბიჯს და შექმნის მოსახლეობისთვისაც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების შემსწავლელ კომისიას,"-განაცხადა ზაზა ვეკუამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: