Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (10)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
22-09-2014, 22:57
ნანახია: 1114

   23 სექტემბერს, 15 საათზე თბილისის მერიასთან სტუდენტები აქციას მართავენ. ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ. ამ საკითხზე დღეს სტუდენტური ფორუმის თავმჯდომარემ ნიკოლოზ მეტრეველმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

 

   -"კიდევ ერთხელ გვიწევს საზოგადოების ყურადღების გამახვილება იმ ქმედებაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს პირველი უნივერსიტეტის ფუნქციონირებასა და განვითარების პერსპექტივას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, სადაც ორი სასწავლო კორპუსის გარდა, განთავსებულია ბიბლიოთეკა და უახლოეს პერიოდში სტუდენტთა და მეცნიერთა სახლის აშენება იგეგმება, გაზგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო.

    მოვითხოვთ ქ. თბილისის საკრებულოსა და დედაქალაქის მერიისაგან,  მაქსიმალურად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილებები, რათა არ მოხდეს უნივერსიტეტის, საუნივერსიტეტო საზოგადოების, სტუდენტების ინტერესების უგულებელყოფა.

    მზად ვართ აღნიშნულ საკითხის გადასაწყვეტად უახლოეს დღეებში შევხვდეთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ დავით ნარმანიას და თბილისის საკრებულოს წევრებს.

    და ბოლოს, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არავის მივცემთ უფლებას პირადი და პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის პრობლემები".