ავღანეთიდან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი დაბრუნდა

ავღანეთიდან ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი დაბრუნდა

   სპეციალური ოპერაციების ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის მისიის ფარგლებში, ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში 6 თვის განმავლობაში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე მსახურობდნენ.

 

   ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე 151 სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დახვდა. მან ქართველ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცა და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

  "ქართველი სამშვიდობოები კოალიციურ ძალებთან ერთად, სრული სპექტრის ოპერაციებს ახორციელებდნენ. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ. ბატალიონის სრული შემადგენლობა სამშობლოში ეტაპობრივად რამდენიმე კვირაში ჩამოვა",-აცხადებენ სამინისტროში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: