Iverioni
«    მაი 2020    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
23-09-2014, 15:51
ნანახია: 668

ნანა კაკაბაძე: ციხეებში პრობლემები არსებობს, მაგრამ „ნაციონალების“ დროინდელ ციხესთან შედარება არ შეიძლება!

საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი „კვირის“ პრესკლუბში, სამართალდამცველმა ნანა კაკაბაძემ, ციხეებში არსებულ პრობლემებზე ბრიფინგი  გამართა.

მისი თქმით, დღეს ხდება ძალიან ცუდი პროცესები, მთავარია მოხდეს მათი სწორი ანალიზი, თუ რას ემსახურება ის, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს და მოიძებნოს რეალური დამნაშავეები.

„ჩვენ არაერთი ფაქტის მხილველნი გავხდით, რომ ადამიანის დაპატიმრება ხდება იარაღისა და წამლის ჩაგდებით.“

ასევე ის საუბრობს 72 კაციან სიაზე, რომელთანაც, უშუალოდ, მჭიდრო კავშირი აქვს ვინმე მირზოევს.  კაკაბაძის თქმით, მირზოევი მუშაობს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, რომელიც კოდუას მარჯვენა ხელი იყო...

მართალია, დღეს ციხეებში სერიოზული პრობლემებია, მაგრამ არ შეიძლება ამისი შედარება „ნაციონალების“ დროინდელ ციხესთან.

უფლებადამცველის თქმით, ძირითადი,  რაზეც პატიმრები ჩივიან, ეს არის:  მათი უკანონო განაჩენების გადახედვა, საკადრო პოლიტიკა და ჯანდაცვა, რომელიც დღეს სერიოზული პრობლემაა.

„პატიმრები არიან ფსიქოლოგიურად დაავადებულნი. ჩვენ უნდა შევაფასოთ ის, თუ რა ხდება დღეს და როგორ უნდა მოხდეს ამის რეაბილიტაცია“ - აცხადებს უფლებადამცველი.

                                                             გვანცა დავითიანი