Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
24-09-2014, 00:11
ნანახია: 1849

ვახტანგ ჟორდანია:-

   თბილისის პარლამენტთან უკვე მეორე დღეა იპოთეკითა და ბანკის სესხებით გამო ბიანაჩამორთმეული მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს. დღეს აქციის მონაწილეები "საქართველოს სოციალ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერმა ვახტანგ ჟორდანიამ მოინახულა და აღნიშნა, რომ ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია და მთავრობის ყურადღებას საჭიროებს.

  -როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია აქციის მონაწილეების პრობლემის მოგვარება?

  -ჩვენს თვალწინ ასეთი დიდი პრობლემა დგას საქართველოში და იპოთეკით თუ ბანკის ვალებით დაზარალებული ადამიანები თავს იკლავენ,  ხალხი დაუშლელ აქციას იწყებს და მთავრობას პრობლემების გადაჭრას სთხოვს და ხელისუფლებაც მობილიზებული უნდა იყოს ამ პრობლემების მოგვარებისთვის. პრობლემა კი ხეისუფლების კეთილი ნების შემთხვევაში ნამდვილად მოგვარებადია. ჩვეულებრივ, ყველა ბანკს აქვს თავისი პრობლემური განყოფილება, რომელიც ყიდულობს ბანკიდან ამ პრობლემურ სესხებს იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე სესხია გაცემული. ეს განყოფილება სესხის ამოღებისას ბანკიდან იღებს გარკვეულ პროცენტს და ერთგვარი ბიზნესია მათთვის. ხომ შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს იგივე-შეიქმნას სახელმწიფოს პრობლემური განყოფილება, რომელიც შეისყიდის ამ პრობლემურ სესხებს და გაცეს ამ ადამიანებზე შედარებით დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხი, რათა ადამიანებს შეეძლოთ გადახდა და არ დაკარგონ ბინაც და მთელი კაპიტალიც. სახელმწიფოს ნამდვილად აქვს ამის ბერკეტი.

    კერძო იპოტეკა არც კი აღირიცხება არსად და აქედან წასული თანხები არც ბიუჯეტში არ შედის, თუმცა აქ არის ერთი მაგრამ... მოდით აქაც სხვა კუთხით შევხედოთ და მაინც და მაინც ცუდად ნუ მივუდგებით, აქვს ფული ადამიანს და აპროცენტებს, გინდა აიღე, არ გინდა, ნუ აიღებ, კი შეიზღუდება მათი ქმედებები, მაგრამ ეს ადამიანები მერე უკვე იფიქრებენ ამ თანხის დაბანდებაზე მცირე თუ საშუალო ბიზნესში. დღევანდელ დღეს გვაქვს სურათი, რომ კერძო იპოთეკარმა გაასესხა ფული და ელოდება პროცენტს, შემდეგ უკვე, თუ ეს კერძო იპოთეკა აღარ იქნება, იპოთეკარები დაიწყებენ ბიზნესზე ფიქრს".

  -ორიოდე სიტყვით რომ ვთქვათ, რა იქნება ამ ეტაპზე მთავრობის მხრიდან სწორი ნაბიჯი?

  -ამ ეტაპზე სწორი ეკონომიკური პოლიტიკა იქნება საბიუჯეტო ხარჯების მაქსიმალურად შემცირება და დაზოგილი თანხების სოციალურ-პროგრამებში გაშვება.  გამოსავალი ერთადერთია-სახელმწიფო უნდა ჩაერიოს არსებული პრობლემის მოგვარებაში, უნდა იკისროს მედიატორის როლი, შეძლოს გადაფაროს არსებული სესხები და მისცეს მოსახლეობას დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი ახალი სესხები.

  -აქ მეორე აქციაც იმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, რომელსაც მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" მართავს. თქვენ რა აზრის ხართ ვადამდელ არჩევნებზე?

   -ვფიქრობ, რომ ვადამდელი არჩევნები კიდევ უფრო გატეხავს ქვეყანას წელში, მაგრამ თუ არ დარეგულირდა დღეს არსებული სიტუაცია, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება".

  -ვადამდელი არჩევნები მხოლოდ საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის შედეგად თუ დაინიშნება, მაგრამ ბოლო დროს ჩატარებული აქციებით ვიმსჯელებთ, საკმაოდ გაუჭირდება ნებისმიერ ძალას ხალხის ქუჩაში გამოყვანა.

  -ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება თუ არ იქნა ხალხის პროტესტი, ხალხი კი გამოვა, თვითონ გამოვა, არ სჭირდება ლიდერი, არავის დაძახება არ დასჭირდება, რადგან ხალხი პიკზეა მისული.

   მე ყოველდღე ვხვდები ადამიანებს, რომლებიც დანის პირზე დადიან, ზღვარზე არიან და იმის გარჩევა აღარ იქნება, ვის რა სარგებელი მოუტანა ამა თუ იმ ძალის მოსვლამ, აი, ლიდერი მერე იმ ხალხში გამოიკვეთება. საქართველოში ასე ხდება-რაღაც პერიოდი პოლიტიკური ტემპერატურა დაწეულია, მერე, თუ ერთი ავარდა ტემპერატურა, ქუჩაში გამოდის თითქმის ნახევარი საქართველო...მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ-ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება თუ ვადაზე დანიშნული, ვერც "ქართული ოცნება" მოიგებს და მითუმეტეს ვერც "ნაციონალური მოძრაობა".