რაზე არ საუბრობენ "ნაციონალები"

რაზე არ საუბრობენ "ნაციონალები"

  ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე იმ კანონიერ ქურდებს ასახელებს, რომლებმაც თავის დროზე "ნაციონალებს"თავისუფლების სანაცვლოდ დიდი ფული გადაუხადეს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას ამ საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალების" წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელი აქვს შეტანილი.

  "წამდაუწუმ ახსენებენ ტარიელ ფოცხვერიას, ამ კაცს კიბოს მეოთხე სტადია აქვს და ზის ციხეში. გარეთ არის? სანატორიუმშია? "ნაციონალებმა" რომ დაიჭირეს რამდენიმე კანონიერი ქურდი, როგორ გაუშვეს, ამაზე რატომ არ ლაპარაკობენ?

  ერთი გარდაცვლილია და გვარს ვიტყვი - ქუთათელაძისგან მილიონი დოლარი რომ აიღეს "ნაციონალებმა", რატომ არ მოამზადებენ გადაცემას? ეს კაცი იყო კანონიერი ქურდი, აიღეს ფული და გაუშვეს. მეორისგან აიღეს 5 მილიონი და გაუშვეს. პირველი 2006 წელში იყო, მეორე - 2008-ში, ომამდე. მაშინ ნიკა გვარამია იყო პროკურატურაში მაგათი ზედამხედველი. ქუთათელაძის საქმეში ადეიშვილია გარეული, ეგ იყო გენპროკურორი. ამათ ჰგონიათ, რომ ჩვენ გვეძინა და არაფერი ვიცით? შაქრო კალაშოვის საქმეზე 1 მილიონი დოლარი რომ შემოიტანეს სომხეთიდან, ეგ როგორ იყო? მე ამაზე საჩივარი მაქვს შეტანილი მთავარ პროკურატურაში,"- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ "ალიასთან" საუბარში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: