"ლაზიკა" საინტერესოა, როგორც პორტი!

"ლაზიკა" საინტერესოა, როგორც პორტი!

წინა მთავრობის  დროს დაწყებული გზების პროექტები გაგრძელდება. ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტი 2013 წელს დასრულდება, მშენებლობას "აზიის განვითარების ფონდი" აფინანსებს.


ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემაა მოსაგვარებელი, დიდია სოციალურად დაუცველებისა და დევნილების რიცხვი, ამიტომ საჭიროა სხვადასხვა პროექტებზე გამოყოფილი თანხების მკაცრი კონტროლი.


ჩვენ გვჭირდება ტურიზმის და კურორტების განვითარება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მიზანმიმართულად.


ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძირითადად ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და წყალმომარაგების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს.  მიმდინარე პროექტების ნაწილი ამ წლის ბოლომდე დასრულდება. ამ ეტაპზე ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე სამუშაოებს, ხოლო აუდიტის სამსახური შეისწავლის მიმდინარე პროექტების ფინანსებს და დოკუმენტაციას. 


"ჩვენ არ ვაპირებთ "ლაზიკის", როგორც ქალაქის მშენებლობას, მაგრამ როგორც პორტი, იგი უდავოდ საინტერესოა", _ განაცხადა "ბიზნეს კურიერში" ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრმა დავით ნარმანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: