რას სთხოვს გიგი უგულავა მოსამართლეს?

რას სთხოვს გიგი უგულავა მოსამართლეს?

   პატიმრობაში მყოფი თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისის  საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს თბილისის განვითარების ფონდის საქმესთან დაკავშირებით მიმართავს.
   განცხადებას ამის შესახებ უგულავა ფაცებოოკ-ის   საკუთარ  გვერდზე აკეთებს


   "გავიაროთ მოწმეთა სია, დაიკითხონ მხოლოდ ის მოწმეები, ვისაც არსებითად აქვს ამ საქმესთან შეხება. გავეცანი საქალაქო სასამართლოს სტატისტიკას, თქვენი სამუშაო გრაფიკი საკმაოდ გადატვირთულია, ამიტომ მთავარი მოწმეების დაკითხვით, თქვენც და ჩვენც დროს დავზოგავთ",- წერია მიმართვაში.


  უგულავას, გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თბილისის განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავება.


  შეგახსენებთ, უგულავას მერის უფლებამოსილება თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორედ განვითარების ფონდის საქმის ფარგლებში შეუჩერა.

"მივმართავ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს თბილისის განვითარების ფონდის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლო პროცესებზე ჩვენ ვსაუბრობთ ამ პიროვნებების, კერძოდ მოწმეების ამ საქმეში პირადად ჩემთან შემხებლობაზე, კონკრეტულად : იყო თუ არა პარტიის სასარგებლოდ გამოყენებული თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხები. აქედან გამომდინარე, რომ საქმე შევამციროთ, მგონია პროკურატურაც თანახმა იქნება, გავიაროთ იმ მოწმეთა სია, დაიკითხონ მხოლოდ ის მოწმეები, ვისაც არსებითად აქვს ამ საქმესთან შეხება. გავეცანი საქალაქო სასამართლოს სტატისტიკას, თქვენი სამუშაო გრაფიკი საკმაოდ გადატვირთულია, ამიტომ მთავარი მოწმეების დაკითხვით, თქვენც და ჩვენც დროს დავზოგავთ. არ მინდა ვინმეს შეექმნას ილუზია, რომ ჩვენ ხელოვნურად ვაჭიანურებთ ამ პროცესს, დროის გაწელვა არ არის ჩვენს ინტერესში. პირადად ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მისასალმებელია მალე დასრულდეს ეს გაურკვევლობა."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: